
კვიპროსში მოღვაწე სასულიერო პირი – მამა ზაქარია (ფერაძე) გუშინ, 8 სექტემბერს, თბილისის მერობის კანდიდატი, კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
„გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ჩვენი ქვეყნის ტკივილი: მთავრობის მიერ დაქირავებული სინდისზე ხელაღებული ჯანიანი ახალგაზრდები თავს დაესხნენ მშვიდობიან მარშს, რომელსაც ხალხი რუსული ჭაობის წინააღმდეგ და საქართველოს თავისუფლებისათვის ახორციელებდა. სასტიკად გაუსწორდნენ ქალებს და ყველას, ვინც ხელში მოხვდათ.
მაგრამ გვახსოვდეს: ძალადობა ვერასოდეს დაამარცხებს ჭეშმარიტებას.
როგორც წმინდა მამები გვასწავლიან: „სისხლი მოწამეებისა — თესლია ეკლესიისა.“
და როგორც ვაჟა-ფშაველა გვახსენებს:
„ის ხალხი, რომელიც თავისუფლებას დაკარგავს, თავისი არსებობის უფლებასაც კარგავს.“
საქართველო არასოდეს დაბრუნდება იქ, სადაც ჩაგვრა და დამცირებაა;
სადაც ეკლესიის ავტოკეფალია და სამეფო ტახტი წაგვართვეს;
სადაც ქართულ გალობას „ძაღლის ენა“ უწოდეს;
სადაც ნაღები ინტელიგენცია და სამღვდელოება აწამეს და დახვრიტეს;
სადაც ჩვენი ვაჟკაცების მოჭრილი თავებით ფეხბურთი ითამაშეს;
სადაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები მიიტაცეს, ბავშვები და ქალები გააუპატიურეს.
ეს პოლიტიკა კი არა, ეს არის ტკივილი და უსამართლობის განცდა.
ხელისუფლება, რომელმაც საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულა რუსეთთან ომში, დღესაც აგრძელებს უსამართლობას და ძალადობას.
ნუთუ ასეთი ძვირფასია თქვენი სკამები, რომ საქართველოს კეთილ მომავალს ანაცვალებთ?!
ეს გზა აღარასოდეს იქნება საქართველოს გზა.
ჩვენ არ ვიბრძვით სიძულვილისთვის. ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ღირსებისთვის.
და ვინც დღეს ძალადობს საკუთარ ხალხზე, ხვალ ისტორიის წინაშე პასუხს აგებს.
საქართველო თავისუფლებას შეინარჩუნებს, რადგან უფლის თავისუფლებაში დაბადებული ხალხი მონობას არ შეეგუება“ – წერს სოციალურ ქსელში მამა ზაქარია.
8 სექტემბერს დაპირისპირება იყო მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან. აქციის მონაწილეები, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ყოველდღიურ მსვლელობას მართავდნენ, ამბობენ, რომ მათ თავს დაეხსნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.
დაშავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის ჟურნალისტები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
კვიპროსში მოღვაწე სასულიერო პირი – მამა ზაქარია (ფერაძე) გუშინ, 8 სექტემბერს, თბილისის მერობის კანდიდატი, კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას […]
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო
ასოციაციის – „ქართული სოლიდარობა ნიცაში“
ახალი შესაძლებლობა წალენჯიხელებისთვის – არტმეურნეობის მულტიკულტურულ