
ასოციაციის – „ქართული სოლიდარობა ნიცაში“ (Solidarité Géorgienne Nice – SGN) და თანამედროვე ავტორთა გაერთიანების (TAG) ძალისხმევით საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება.
ამ ბიბლიოთეკაში კლასიკურ ლიტერატურასთან ერთად წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ქართველი ავტორებიც.
23 თანამედროვე ქართველ მწერალთა შორისაა, ხევის საჯარო სკოლის მოსწავლის, სანდრო ტაბატაძის წიგნი „ევროპელი“.
ასოციაციის განცხადებით, ნიცაში ქართული ბიბლიოთეკის ამოქმედება კიდევ უფრო გააძლიერებს წიგნიერებას და კულტურულ თანამშრომლობას. ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, არამედ გრძელვადიან კულტურულ და მეგობრულ კავშირებს ქმნის ემიგრანტებისთვის.
ანდრო ტაბატაძის წიგნი „ევროპელი“ ახალგაზრდა ბიჭის, ნიკოლასის, თავბრუდამხვევი თავგადასავალია. იგი სკოლის დასრულების შემდეგ სრული დაფინანსებით ირიცხება უნივერსიტეტში, სადაც მხოლოდ მდიდარი ადამიანების შვილები სწავლობენ. წიგნიც მის გამოწვევებით სავსე ცხოვრებაზე მოგვითხრობს სამშობლოდან ძალიან შორს, საფრანგეთში.
მთავარ გმირს ყოველდღიურად უწევს თვალი გაუსწოროს ემიგრაციის, თვითგამორკვევის, სოციალურ ფენათა შორის განსხვავებისა და იდენტობის ძიების პროცესებს. გარდა ამისა, ის ყველაზე მთავარში, საკუთარ გრძნობებში უნდა გაერკვეს და თავი დიდ განსაცდელში გამოსცადოს.
თანამედროვე ქართველ ავტორთა წიგნებს, რომლებიც ქალაქ ნიცას ბიბლიოთეკაში განთავსდება, გაეცანით ბმულზე.
თქვენ ასევე დაგაინტერსებთ
ასოციაციის – „ქართული სოლიდარობა ნიცაში“ (Solidarité Géorgienne Nice – SGN) და თანამედროვე ავტორთა გაერთიანების (TAG) ძალისხმევით საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ქართული […]
ახალი შესაძლებლობა წალენჯიხელებისთვის – არტმეურნეობის მულტიკულტურულ
„ძლიერმა საქართველომ“, 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის,
გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური ინოვაციებისა
2025 წლის ყოველწლიური კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ