12 ივნისს გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა ზვარეს, მოლითისა და წიფის თემის სოფლებში გზები და ხიდები დააზიანა, მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა მოსახლეობას.
მერის წარმომადგენელი მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში სპარტაკ ლაცაბიძე ამბობს, რომ ადიდებულმა მდინარემ ანიულაში ორი ხიდი წაიღო, დეისში კი ხიდს ბურჯი გამოაცალა. ბეჟათუბანში გზაზე მანქანის გავლა შეუძლებელია. დაზიანებულია მოლითის ცენტრალური და სკოლისკენ მიმავალი გზები. დაიტბორა ხუთი საცხოვრებელი სახლი.
ზვარეს თემის მაჟორიტარი დეპუტატის, ვლადიმერ ტალახაძის ინფორმაციით, ზვარეში ნოდარი კაკიაშვილის ოჯახი დაზარალდა. მოვარდნილმა წყალმა შინაური პირუტყვი და ფრინველები მათივე სადგომებით წაიღო. სოფელში თითქმის ყველას დაუზიანდა ნათესები.
დაზიანდა ზვარე-მოლითის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. ეს გზა რკინიგზის მშენებელი ჩინური კომპანიის ტექნიკით უკვე გაიწმინდა. წყალმა წაიღო კაოთი-ჩრდილის დამაკავშირებელი ხიდ-ბოგირები. ცენტრალურ გზაზე სანიაღვრე არხები ქვა-ღორღითაა ავსებული.
რაც შეეხება წიფას, სკოლის დირექტორის, გოჩა კვინიკაძის ინფორმაციით, სოფელში, ფაქტობრივად, ნათესები მთლიანად განადგურდა. ყველა მოსახლის სარდაფი და პირველი სართული დატბორილია. ცენტრალურ გზაზე მანქანების გავლა შეუძლებელია. გზები ქვა-ღორღით არის სავსე.
წუხელ დაზიანდა საავტომობილო ხიდი სოფელ დიდვაკეში, რომელიც ერთმანეთთან სოფლის ორ უბანს აკავშირებდა.
მერის წარმომადგენლები სოფლებში ზარალს ითვლიან.
პირველი სტიქია ხარაგაულში 7 ივნისს საღამოს მოხდა.
ფოტოებზე: სოფელი დიდვაკე 7 ივნისის სტიქიის შემდეგ, 12 ივნისის სტიქიის შედეგები წიფის თემის სოფლებსა და მოლითში
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი