
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ აბრეშუმის გზის ფორუმზე განაცხადა, რომ კომპანიის ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაციის პროექტის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა და ამჟამად მასზე მატარებლები საცდელ რეჟიმში მოძრაობენ.
ამ ინფორმაციას bm.ge აქვეყნებს.
„ჩვენ უკვე გადავერთვებით ახალ ხაზებზე, აღარ დაგვჭირდება სიჩქარის შეზღუდვის რეგულაციების გათვალისწინება. მთიან მონაკვეთს გავივლით შეუფერხებლად. შესაბამისად, იზრდება მოცულობა, ტვირთის მიწოდება უფრო დროული იქნება. ამას ძალიან დიდი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე. მოდერნიზაცია უკვე დასრულებულია, ახლა ვიწყებთ გადართვას ახალ ხაზებზე. დავიწყეთ სატესტო რეჟიმში მუშაობა,“ – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
კომპანია პროექტის განხორციელებაზე 2011 წლიდან მუშაობს, რაც მსოფლიო ბანკის კრედიტით ფინანსდება, ამისთვის ჯერ კიდევ 2011 წლის აგვისტოში ჩინურ კორპორაცია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან“ გაფორმდა 249 მილიონი შვეიცარიული ფრანკის ღირებულების კონტრაქტი. 2024 წლის ნოემბერში კი ამავე კომპანიასთან დამატებით 17 მილიონი დოლარის კონტრაქტი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები ერთი წლის ვადაში უნდა დასრულებულიყო.
შესაბამისად, პროექტის ჯამური ღირებულება 270 მილიონ დოლარს აღწევს და მის ფარგლებში ხაშურიდან-ზესტაფონამდე არსებული სარკინიგზო ხაზი მოდერნიზდა და მისი ყველაზე რთული მონაკვეთი ახალი ხაზით ჩანაცვლდა. მათ შორის ყველაზე დიდი საინჟინრო სირთულე ქვიშხეთი-ზვარეს 8.3-კილომეტრიანი ორი პარალელური გვირაბის გაყვანას უკავშირდებოდა. აღნიშნული გვირაბი ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში გაიჭრა, თუმცა მის აღჭურვას, საევაკუაციო გვირაბების მოწყობას და სავენტილაციო შახტების მოწყობას დამატებით არაერთი წელი დასჭირდა. სწორედ აღნიშნული გვირაბის სამუშაოების წარმოებისთვის გაფორმდა 2024 წლის ნოემბერში $17-მილიონიანი კონტრაქტი.
ასევე, პროექტის გაჭიანურება განაპირობა ზვარეს მეწყერმა, რის გამოც სარკინიგზო ხაზის მარშრუტი შეიცვალა და მისთვის ახალი ინფრასტრუქტურა აშენდა.
პროექტის ფარგლებში აშენებული გვირაბებია:
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ახალი მონაკვეთის გახსნა შესაძლებელს გახდის სამგზავრო მატარებლების მოძრაობის სიჩქარე არსებული 80 კმ/სთ-დან 120 კმ/საათამდე გაიზარდოს, ხოლო უშუალოდ უღელტეხილის ახალ მონაკვეთზე გადაადგილების სიჩქარე 50 კმ/სთ-დან 80 კმ/სთ-მდე გაიზრდება. შედეგად, საქართველოს რკინიგზის წლიური ტექნიკური გამტარიანობა 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
სუს-ის კორუფციასთან ბრძოლის დეპარტამენტის დირექტორმა,
იმ დროს, როცა ქუთაისი ემზადება ევროპის დღის ფარგლებში
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა,
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სამედიცინო ნიღბის აკრძალვა,
სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში,