ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის შენობის გაზიფიცირებისთვის გამოცხადებული ტენდერი შედგა.

ტენდერში მონაწილე შპს „კეკემ“ (დირექტორი კოკა კეკელიძე) შენობის გაზიფიცირება 33 301 ლარად ივალდებულა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ (დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი) ტენდერი 44 008 ლარზე გამოაცხადა. ტენდერით, ამ ეტაპზე, 10 707 ლარი დაიზოგა.

ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა დაასრულოს.

ეს პირველი საბავშვო ბაღია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 19 საბავშვო ბაღს შორის, რომელიც ბუნებრივი აირით გათბება. დღემდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ყველა საბავშვო ბაღი შეშით თბებოდა.

ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის შენობის გაზიფიცირების პროცესის დაწყებით ხელისუფლების ხუთი წლის წინანდელი დაპირება სრულდება.

ამ საბავშვო ბაღის გაზიფიცირების პრობლემის მოგვარების მიზნით გამომცემლობამ „ჩემი ხარაგაული“ ვებგვერდზე chemikharagauli.com და გაზეთში „ჩემი იმერეთი“ 2014 წლიდან დღემდე ოცზე მეტი სტატია გამოაქვეყნა.