ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) გადაწყვეტილებით, 2024 წლის პირველი მაისიდან გიმნაზიაში დასაქმებული პედაგოგები სტატუსის მიხედვით სახელფასო დანამატს მიიღებენ. ამ გიმნაზიაში 17 უფროსი და ორი წამყვანი მასწავლებელია.
„გიმნაზიას ურთულესი პერიოდი ჰქონდა იმ დროს (2015 წელი), როცა მეუფე მელქისედეკი მისი რექტორი გახდა, – ამბობს გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე), – პედაგოგები თვეობით ვერ იღებდნენ ხელფასს. მწყობრიდან გამოსული იყო სკოლის ინფრასტრუქტურა.
ამ წლების განმავლობაში მეუფემ შეძლო, რომ გიმნაზიის პედაგოგების შრომის ანაზღაურება – დამრიგებლობისა და საათობრივი დატვირთვის მიხედვით საჯარო სკოლების პედაგოგების ანაზღაურებას გათანაბრებოდა.
ამჯერად, 2024 წლის პირველი მაისიდან, უფროსი და წამყვანი მასწავლებლები დანამატს აიღებენ იმ ოდენობით, როგორც ეს საჯარო სკოლებშია. ამისთვის პედაგოგური კოლექტივი მეუფე მელქისედეკს მადლობას ვუხდით“.
ნათელა კამკამიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი: – მეუფე მელქისედეკი სამაგალითო სასულიერო პირია. მან და მამა პავლემ განგვიმტკიცეს რწმენა სასულიერო პირებისადმი თავისი პირადი მაგალითით, სიკეთით, გვერდში დგომით, თავმდაბლობით, გულისხმიერებით. მეუფე მელქისედეკი ჩვენს გვერდითაა სულიერი თუ ფიზიკური პრობლემების დროს.
მძიმე მომენტში ყოველთვის ასე გვეუბნება – „ყველაფერი კარგად იქნება“ და ჩვენც სულიერი სიმშვიდე გვეუფლება.
მეუფემ რკინის ქალამნები ჩაიცვა, რომ გიმნაზიის ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულიყო, ჩვენი ანაზღაურება საჯარო სკოლაში დასაქმებული პედაგოგების მსგავსი ყოფილიყო. ის მომავალში ბევრ სიახლეს გვპირდება. მეუფე მელქისედეკი თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს.
მადლობა მას ამისთვის“.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი