დაბადებიდან 49 წლის იუბილეს ვულოცავთ მის ყოვლადუსამღვდელოესობას, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსს, მეუფე მელქისედეკს (ხაჩიძე), რომელიც ამავდროულად ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის რექტორია. ვუსურვებთ მას ღვთისმოწყალებას, ჯანმრთელობას, სიყვარულს, სიხარულს, სიკეთეს თავის სამწყსოსთან ერთად.
აგერ უკვე ათი წელია, რაც მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ბრძანდება ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავარი. ამ ხნის განმავლობაში მან მრავალი სასიკეთო და მადლიანი საქმე აღასრულა ეკლესიისა და მამულის საკეთილდღეოდ. მარტო ხარაგაულის მაგალითი იქნება საკმარისი მისი ღვაწლის დასაფასებლად და მადლის სათქმელად.
მეუფე მელქისედეკის მღვდელმთავრობის პერიოდში დასრულდა ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძრის მშენებლობა. ამჟამად მიმდინარეობს გამორჩეული სილამაზის სამრეკლოს მშენებლობა. მალე კი დაიწყება ტაძრის ეზოს კეთილმოწყობა.
მისი ლოცვა-კურთხევითა და ხელშეწყობით აშენდა და ამოქმედდა წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარი პატარა ხარაგაულში.
მეუფე მელქისედეკმა დანგრევას და განადგურებას გადაარჩინა ხარაგაულის ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლებელი – წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია. ფუნდამენტურად განახლდა და გარემონტდა გიმნაზიის შენობა. აშენდა სცენა სასკოლო ღონისძიებებისთვის, მოეწყო ფეხბურთის მოედანი. მიმდინარეობს ბიბლიოთეკისა და სააქტო დარბაზის მშენებლობა. გიმნაზია აღჭურვილია კომპიუტერებით, ჭკვიანი დაფებით.
გიმნაზიის მოსწავლეები, გარდა პროგრამით გათვალისწინებული საგნებისა, ეუფლებიან საღვთო სჯულს, ქართულ გალობას.
მეუფე მელქისედეკი მადლიან და მზრუნველ ხელს არ აკლებს პედაგოგებს. ახლახან, მისი ბრძანებით, პედაგოგთა ხელფასები გაუთანაბრდა საჯარო ნიშნულს.
მადლობა მეუფეს ყველაფრისათვის. კიდევ ერთხელ ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და სიხარულს ორივე სოფელში.
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია – აღმასრულებელი დირექტორი – დეკანოზი პავლე (ცერცვაძე), გიმნაზიის მოძღვარი – დეკანოზი თომა (ლაცაბიძე), პედაგოგები, ტექნიკური პესრონალი
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია უერთდება მილოცვას და მეუფე მელქისედეკს ხანგრძლივ სიცოცხლეს უსურვებს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი