

ხარაგაულში, სოფელ ლეღვანთან დამაკავშირებელი, სტიქიისგან დაზიანებული, ცენტრალური საავტომობილო გზის აღდგენამდე დროებითი გზა მოეწყო.
ლეღვნის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ მაღრაძე ამბობს, რომ გზის მოწყობის სამუშაოები შპს „ კომპანია ბლექსი გრუპმა“ განახორციელა. მისივე ინფორმაციით, დიდვაკედან ლეღვანთან დამაკავშირებელი ეს უმოკლესი გზაა და როგორც მაღალგამავლიანი, ისე მსუბუქი ავტომანქანები გადაადგილდებიან.
ლეღვანში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ დროებითი გზის მოწყობა კარგია, მაგრამ აინტერესებთ, რატომ ვერ ხერხდება ამ დრომდე ცენტრალური საავტომობილო გზის აღდგენა. სოფელში ზაფხულზე დამსვენებლები ჩამოდიან. ამიტომ გამართული გზა ძალიან მნიშვნელოვანია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკო თოფურიძე ლეღვნის მოსახლეობას 24 ივნისს შეხვედრაზე დაჰპირდა, რომ გზის აღდგენა, სავარაუდოდ, ათ დღეში დაიწყებოდა. ამ დრომდე მერიას გზის მშენებლობისთვის ტენდერი არ გამოუცხადებია.
მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ზურაბ იჩქიტიძე ამბობს, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის თანხა არ მიუღიათ, ადგილობრივ ბიუჯეტში კი დაზიანებული გზის აღდგენისთვის საჭირო თანხა არ აქვთ. გზის ამ მონაკვეთის მშენებლობისთვის 265 ათასი ლარია საჭირო.
ხარაგაულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით, სტიქიით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო თანხას ცენტრალური ბიუჯეტიდან ყოველდღე ელოდებიან. სტიქიისგან ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის მიყენებული ზარალი 3 მილიონ ლარს აჭარბებს.
ლეღვანთან დამაკავშირებელი გზა ხარაგაულში 7 ივნისს მომხდარი სტიქიის გამო დაზიანდა.
ფოტოებზე: დიდვაკიდან ლეღვნისკენ მიმავალი დროებითი გზა.

ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული