ფაშიზმზე გამარჯვების დღიდან 74 წელი გავიდა.
დღეს შინმოუსვლელთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკო თოფურიძემ, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
ფრონტზე ხარაგაულიდან 5 706 პიროვნება იბრძოდა. მათგან შინ 2 704 მებრძოლი ვეღარ დაბრუნდა.
დღეს მეორე მსოფლიო ომის ხარაგაულელ ვეტერანთა რიგებს ამშვენებენ – გიორგი (ჟორა) ბლუაშვილი, გრიგოლ გელაშვილი, ეკატერინე წიქარიშვილი, დიმიტრი ხეცაძე, იური ბუაჩიძე, ვერა არევაძე, პეტრე ჩიკვაიძე. დღეს ომის ვეტერანებმა მემორიალთან მოსვლა ვერ შეძლეს.
ფაშიზმზე გამარჯვების დღე ღონისძიებით აღინიშნა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში. სპეციალურად ამ დღისთვის მუზეუმში მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ჯილდოების გამოფენა გაიხსნა.
მუზეუმის თანამშრომელთა ორგანიზებით ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მეათე კლასელებმა – საბა ებანოიძემ, სანდრო ჭიპაშვილმა და ლუკა ყრუაშვილმა მეორე მსოფლიო ომის შესახებ ისაუბრეს და ვეტერან გიორგი ბლუაშვილის ფრონტიდან გამოგზავნილი ბარათები წაიკითხეს.
მომავალ თაობებს მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ ჩვენმა წინაპრებმა ომში თავგანწირვით მსოფლიო ფაშიზმისგან იხსნეს.
მეორე მსოფლიო ომში განსაკუთრებული მამაცობა გამოიჩინეს ხარაგაულელმა მებრძოლებმა. ექვს მათგანს – დავით ბაქრაძეს, გრიგოლ ბუაჩიძეს, ვლადიმერ ლურსმანაშვილს, გიორგი ინასარიძეს, ვახტანგ ლეჟავას და შოთა გამცემლიძეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.
1945 წლის 25 ივნისს მოსკოვში გამართულ გამარჯვების აღლუმში მონაწილეობდნენ ხარაგაულელი მებრძოლები: დავით გელაშვილი, სევასტი შარიქაძე, გიორგი სახვაძე, გიორგი სულაქველიძე, ზაქარია სულაქველიძე და მიხეილ სებისკვერაძე.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი