ბუნება მნიშვნელოვანია – „დედამიწის საათის“ მეთერთმეტე რაუნდი საქართველოში აღინიშნა. 30 მარტს ადგილობრივი დროით საღამოს 20:30 საათიდან კამპანიამ მთელი დედამიწა მოიცვა.
„დედამიწის საათი“ მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს. ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ, ხოლო წლის თემაა ბიომრავალფეროვნების კარგვის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ პროცესების შესაჩერებლად შესაბამისი ზომების მიღებაა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „დედამიწის საათი“ რიყის პარკში აღინიშნა. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ავსტრიის განვითარების საბჭოს სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა გერჰარდ შაუმბერგერმა, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დირექტორმა გოგა სანადირაძემ და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენელმა ნატალია დავლიანიძემ მიმართეს.
ღონისძიების მონაწილეებმა ანთებული სანთლებისაგან შექმნეს დედამიწის საათის სიმბოლო 60+, რომელიც გვაფრთხილებს, რომ პლანეტაზე ზრუნვა მხოლოდ ერთი საათით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. საღამო მუსიკალურად მომღერალმა ოთო ნემსაძემ და ჯგუფებმა MokuMoku და Killages გააფორმა. ასევე, გაიმართა დრამერების შოუ.
ღონისძიება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) და ქალაქ თბილისის მერიის, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის / Austrian Development Cooperation მხარდაჭერით აღინიშნა.
ერთი საათის განმავლობაში შუქი ჩაქრა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობაში, პრეზიდენტის რეზიდენციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა სამინისტროების შენობებში, გაეროს სახლში, საქართველოს პარლამენტის შენობაში, რიყის პარკის ტერიტორიაზე არსებული გარე განათება, მშვიდობის ხიდი, ნარიყალას ციხე-სიმაგრე, თავისუფლების მოედანზე მდებარე წმიდა გიორგის მონუმენტი, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობები, ძველი თბილისის შენობები, თბილისის სატელევიზიო ანძა, პრეზიდენტის სასახლე, თბილისის მერია, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, სამინისტროებისა და სამთავრობო უწყებების შენობები. აქციის ფარგლებში, თბილისის სატელევიზიო ანძა მთელი ღამის განმავლობაში მწვანედ განათდა.
დილიდან კი „დედამიწის საათის“ აღსანიშნავად ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა სპორტული ღონისძიებები. აქტივობების ფარგლებში გაიმართა ველომსვლელობა და გარბენი 6 კმ-ის დისტანციაზე.
ასევე კამპანიის ფარგლებში, მარტის თვის ბოლო კვირეულში ჩატარდა ლექცია-სემინარები სკოლის მოსწავლეებთან დედამიწის ისტორიის, ლურჯი პლანეტის თანამედროვე გამოწვევებისა და „დედამიწის საათის“ მნიშვნელობის შესახებ.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი