

ხარაგაულის კინოთეატრში, დღეს 4 მარტს ინტელექტუალური კონკურსის „რა? სად? როდის?“ მეორე ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.
კონკურსი ხარაგაულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის (უფროსი ირინე ჩხეიძე) ორგანიზებით ხარაგაულის ტერიტორიულ ერთეულებს შორის ტარდება.
დღევანდელ შეხვედრაში დაბა ხარაგაულის, ბაზალეთის, ვახანისა და წიფის ტერიტორიული ერთეულების გუნდები მონაწილეობდნენ.
ფინალურ ეტაპზე ბაზალეთისა და დაბა ხარაგაულის გუნდები გადავიდნენ. მათთან ერთად ფინალში პირველი ნახევარფინალის გამარჯვებულები – კიცხისა და მოლითის ტერიტორიული ერთეულების გუნდები იასპარეზებენ.
კონკურსის „რა? სად? როდის?“ ფინალი სამშაბათს, 12 მარტს, კინოთეატრში გაიმართება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,