

ხარაგაულში, სოფელ კიცხში, სკოლის ახალი შენობის მშენებლობა იწყება. ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 2 470 043 ლარზე გამოაცხადა.
მშენებლობის პროექტის მოსამზადებლად სატენდერო წინადადებები 11 მარტამდე მიიღება. ტენდერში გამარჯვებულმა საპროექტო ორგანიზაციამ ახალი შენობის პროექტი 5 თვეში უნდა მოამზადოს.
სკოლა პროექტირებიდან ერთი წლის ვადაში უნდა აშენდეს. სკოლის ახალი შენობა 150 მოსწავლეზეა გათვალისწინებული.
150 წლის ისტორიის მქონე, კარგი ტრადიციების მქონე კიცხის საჯარო სკოლის შენობა ამჟამად ავარიულ მდგომარეობაშია. სკოლის შენობა, ექსპერტთა დასკვნით, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარებოდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს საქართველოში 29 ახალი სკოლის მშენებლობას გეგმავს. იმერეთის რეგიონში წელს ექვსი ახალი სკოლა აშენდება.
ფოტოებზე: ასეთ მდგომარეობაშია დღეს კიცხის საჯარო სკოლის შენობა.

12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ბავშვთა შრომის
„ის, რაც საზმაუს ეთერში მოხდა, ერის დიაგნოზია და ვერ დანახვა დანახვამდე
დღეს, 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისამდე გასტანს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით საქართველოს
ბოლო პერიოდში ვრცელდება რამდენიმე თაღლითური სქემა, რომელთა მიზანი