ეს ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მოვიპოვეთ. ეს ფონდი 22 მუნიციპალიტეტში 27 სკოლის მშენებლობას იწყებს, რასაც დაახლოებით 68 მილიონი ლარი მოხმარდება.
იმერეთის რეგიონში აშენდება ექვსი ახალი სკოლა – ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კიცხის საჯარო სკოლა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში – არგვეთას, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში – წყალტუბოსა და გეგუთის #1 საჯარო სკოლები, ჭიათურის მუნიციპალიტეტში – მეჩხეთურისა და რგანის საჯარო სკოლები.
სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ღია კარის დღე გამართა და სამშენებლო კომპანიებს გამოსაცხადებელი ტენდერები წინასწარ წარუდგინა.
„ინტენსიური მუშაობა გვქონდა განათლების სამინისტროსთან და თებერვალში ეტაპობრივად გამოცხადდება სამშენებლო ტენდერები. მათ შორის, მშენებლობა-დიზაინის კუთხითაც იქნება გარკვეული მოცულობის ტენდერები გამოცხადებული. ამჟამად, სატენდეროდ მზად არის 27 პროექტი. ჯამური ინვესტიციის ღირებულება გახლავთ 68 მილიონი ლარი და გეოგრაფიულად მოიცავს მთელი საქართველოს მასშტაბს“, – განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ.
ღია კარის დღეს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ესწრებოდნენ.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიზანია, სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს, დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს, უკეთ მოემზადონ და კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოფილი იყოს ღია და თანაბარი პირობები.
გარდა 27 სკოლისა, მუნიციპალურ განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში ევროპის საბჭოს ბანკის (CEB) და სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) დაფინანსებით 31 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს დაგეგმილი. ასევე, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, ათეულობით სკოლის რეაბილიტაცია, მათ შორისაა, ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარზმისა და მოხის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია.
ფოტოზე – ასე გამოიყურება დღეს კიცხის საჯარო სკოლა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი