დღეს, 11 დეკემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ, რიგგარეშე სხდომაზე, მორიგი საბიუჯეტო ცვლილება განიხილა.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისგან მომზადებულ მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2018 წელს აღებული საბიუჯეტო ვალდებულებების შესასრულებლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტს დამატებით 145 600 ლარი სჭირდება; მათ შორის:
-მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეკემბრის თვის ხელფასის გასაცემად – 35 600 ლარი;
-ააიპ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას, დეკემბრის თვის ხელფასებისა და სხვა გადაუდებელი ხარჯებისათვის – 80 ათასი ლარი;
-მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო, ფინანსური და სხვადასხვა სახის დახმარებისთვის – 30 ათასი ლარი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია დამატებითი ხარჯის – 145 600 ლარის გაცემას ადგილობრივ ბიუჯეტში დაუგეგმავად შესული 69 600 ლარი ჯარიმიდან აპირებს. ჯარიმებიდან ამოღებულ ამ თანხას ასევე უმატებენ 2018 წლის პირველი იანვრისათვის არსებული თავისუფალი საბიუჯეტო სახსრების ნაშთს 20 ათას ლარს, სარეზერვო ფონდიდან – 25 ათას ლარს, მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფის ხარჯებიდან 6 ათას ლარს, სოფლის მეურნეობის დაფინანსების პროგრამიდან 10 ათას ლარს, სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის ობიექტების რეაბილიტაცია და ინვენტარის შეძენის პროგრამიდან 10 ათას ლარს და ახალშობილი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამიდან – 5 ათას ლარს.
ვეტერანთა და ლტოლვილთა დაკრძალვის ხარჯებში აუთვისებელი 1 500 ლარის გადაცემას მერია სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურისთვის აპირებს, დეკემბრის ხარჯების დასაფარავად.
სპორტული ღონისძიებების დაფინანსების ხარჯებიდან კი 5 ათასი ლარი, ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების ხარჯებში, საახალწლო ღონისძიებების მოსაწყობად გადააქვთ.
ამ საბიუჯეტო ცვლილებას საკრებულო 14 დეკემბერს რიგგარეშე სხდომაზე დასამტკიცებლად განიხილავს.
P.S. ახალშობილი ბავშვიანი ოჯახების დახმარებისთვის 2018 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 32 ათასი ლარი განისაზღვრა. ამ თანხიდან 26 ათასი ლარი გაიცა 157 ახალშობილზე.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი