მეოთხე წელია, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია CEEN-მა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და განათლების სამინისტროსთან ერთად, საჯარო სკოლებს შესთავაზა პროექტი – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია.
კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მწვანე ხელები“ მესამედ ჩაერთო ამ პროექტში. ორჯერ უკვე ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ეკოკლუბი წელსაც აქტიურად განაგრძობს პროექტისთვის განსახორციელებელ აქტივობებს.
პროექტი უამრავ აქტივობას მოიცავს. ერთ-ერთი საყვარელი აქტივობა მოსწავლეებისთვის ნიკო კეცხოველის გზის გავლა და GREEN WOTCH რუკაზე მონიშნული ტურისტული მარშრუტის გავლაა.
ამჯერად „მწვანე ხელებმა“ გაიარა ნიკო კეცხოველის გზა აბასთუმნის ობსერვატორიის მონახულებით. იგი მდებარეობს ყანობილის მთაზე, ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე. უღრან ტყეში ფიჭვნარსა და ნაძვნარს შორის აღმართულმა მიკროქალაქმა, რომელმაც თავის დროზე გააოცა ნიკო კეცხოველი, „მწვანე ხელებიც“ აღფრთოვანებაში მოიყვანა. მაგრამ ძალიან დასანანია, რომ ლაფანჭამია და ქერიჭამია დღესაც არსებობს და იმ შესანიშნავ ნაძვნარ-ფიჭვნარს ანადგურებს.
აბასთუმანი – აბასთუმნის ობსერვატორია შედის აგრეთვე GREEN WOTCH რუკაზე მონიშნულ ტურისტულ მარშრუტებში, რომელიც ახალი ზარზმის მონახულებით იწყება. ამის გარდა კლუბი წევრებმა გაიარეს ადიგენი-ზარზმა და ბორჯომი -XIX საუკუნე ტურისტული მარშრუტები. ნახეს XVI საუკუნის უნიკალური ტაძარი ზარზმა. ტაძარში დასვენებულია მე-10 საუკუნეში მოღვაწე უცნობი ბერის სხეული. ბორჯომი-XIX საუკუნის მარშრუტი ბორჯომის პარკიდან დაიწყეს და ნახეს წმ. სერაფიმე საროველის ეკლესია. სერაფიმ საროველი იყო მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანი. ტაძრის ტერიტორიაზე ნახეს უზარმაზარი ქვა, ანალოგიური მამა სერაფიმეს ქვისა, რომელზეც სერაფიმე საროველი ლოცულობდა.
„მწვანე ხელები“ მადლობას უხდის ორგანიზაცია CEEN-ს და ყველა იმ პირსა და ორგანიზაციას, ვინც ამ პროექტს ხელმძღვანელობს.
ოქტომბრის მონაცემებით პროექტში 223 სკოლაა ჩართული, აქედან 6 ხარაგაულიდან. „მწვანე ხელები“ ისურვებდა, ხარაგაულიდან მეტი სკოლების ჩართვას პროექტში და ყველას უსურვებს წარმატებებს.
ელისო არჯევანიძე
კიცხის საჯარო სკოლის მასწავლებელი
ამავე თემაზე
კიცხის საჯარო სკოლა ნიკო კეცხოველის გზაზე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი