ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კიცხის საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა „მწვანე ხელები“ წელსაც გავიარეთ ნიკო კეცხოველის გზა. ჩვენი მარშრუტი კიცხი-საირმე-წითელი მინდორი-ქვასაყდარა-საირმე-კიცხი იყო.
საირმეში საირმის რეინჯერი გოჩა კუპრაშვილი შემოგვიერთდა. მან შესანიშნავი მეგზურობა გაგვიწვია, გაგვაცნო გავრცელებული ხის ჯიშები: ფიჭვი, ნაძვი,სოჭი, ნეკერჩხალი და ა.შ. ცხოველებიდან აქ დათვი, მგელი, ტურა, მელა, ირემი, შველი ბინადრობს. ბოლო დროს გარეული ღორიც გამოჩნდა.
„თვით საირმე შესანიშნავი კურორტია. ფიჭვნარი, ნაძვნარ-სოჭნარი და ფოთლოვანი ტყეები ამკობენ მთის ფერდობებს. მოქუხან მთის მჩქეფარე მდინარეები და ნაკადულები. ტყეში ბოლო დროს გამოჩნდა ირემიც. აქა-იქ შველიც გამოჩნდება ხოლმე,“ – წერს ნიკო კეცხოველი. აქ არის უნიკალური სამკურნალო წყლები. წყლები ოთხ ტიპად არის დაყოფილი: კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, თირკმლის, ნაღვლის და მისი მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებითაა შესაძლებელი.
საირმიდან წითელი მინდვრისკენ გავემართეთ. აქ ადრე ბრძოლები იმართებოდა, მამა-პაპის სისხლითაა მორწყული და ასეთი სახელიც ამიტომ დაარქვეს. აქედან ქვასაყდარისაკენ, რკინის ჯვარზე გავემართეთ. იქაურობა ულამაზესია. სამწუხაროდ, ტყეებში ლაფანჭამიები და ქერიჭამიები ისევაა გავრცელებული, მაგრამ ტყეების მასიური ხმობა შეჩერებულია. ამ ფაქტს ნიკო კეცხოველიც აღნიშნავდა. „თუ ტყეს არ გავუფრთხილდებით, ეს და მისმაგვარნი იმძლავრებენ და მერე გაძნელდება საქმე, ეს ქერიჭამია და ლაფანჭამიააო.“
ქვასაყდარი აბასთუმნის საზღვარზე ზღვის დონიდან 2470 მ-ის სიმაღლეზეა. თანდათან ალპურ ზონაში გადავედით. აქედან ძალიან ახლოს მოჩანს აჭარის მთები, რომელიც დათოვლილი იყო.
პიკნიკიც ამ ულამაზეს ადგილას გავმართეთ. შემდეგ ხელთათმანები მოვირგეთ და იქაური დაბინძურებული გარემო დავასუფთავეთ. ნარჩენები (ქაღალდები, პოლიეთილენის პარკები და ბოთლები) ჩვენი ტრანსპორტით საირმეში ჩამოვიტანეთ. ცოტა ხნით საირმეში გავჩერდით და ემოციებით დატვირთულნი უკან დავბრუნდით.
ამ პროექტისათვის კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ვიბრძვით, რათა გარკვეულ წარმატებას მივაღწიოთ.
ელისო არჯევანიძე
კიცხის საჯარო სკოლა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი