ნიკო დეკანოსიძე: -კაცს რომ ქორწილის დღეს დაგეძინება, ამაზე მეტი კურიოზი რა გინდა. მომავალი მეუღლის ოჯახს ვუთხარი, რომ შაბათს, ზუსტად სამ საათზე მივიდოდი, რადგან ხუთ საათზე ჩემთან მყავდა სტუმრები დაპატიჟებული. ეზოში მაყრად წამოსასვლელი ჩემი მეგობრები ქეიფობდნენ. არ მინდოდა მაყარში ნასვამები წამოსულიყვნენ და გავეხუმრე, ცოტა დალიეთ-მეთქი. ლოგინზე წამოვწექი და… ჩამძინებია. რეკავს ტელეფონი. გამოვფხიზლდი. ოთხი საათი დაწყებულა. დედაჩემმა უპასუხა ტელეფონს. ლამარა რეკავდა, ხომ არ გადაიფიქრაო. წამოვხტი ფეხზე! რეზო ჯულაყიძის მანქანით წავედით.
ბაჩუკი გორგაძე: -უნივერსიტეტში სწავლისას ჩემმა მეგობარმა გამომიარა. საღამოს ერთად გატარება გადავწყვიტეთ. მანამდე კი ლექციაზე შევყევი, – ჟურნალში მაინც გავტარდებიო. სიის ამოკითხვის დროს ლექტორმა ვინმე დავით გობეჯიშვილი მოიკითხა. სტუდენტებმა სასწრაფოდ ამაყენეს ფეხზე. ლექტორმა უამრავი შეკითხვა მომაყარა. მე გაოგნებული ვდგავარ. ჩემს მაგივრად მთელი ჯგუფი პასუხობს, რომ ვმუშაობ რომელიღაც არასაუწყებო დაცვაში და ლექციებს იმიტომ ვაცდენ, რომ იქაც საღამოს მიხდება მუშაობა და აქაც საღამოსაა ლექციები. თურმე არცერთი დასწრება არ ჰქონია გობეჯიშვილს. ქიმიის ლექციაა. ჩაათავა თუ არა სიის ამოკითხვა, ლექტორმა გამომიძახა, – აბა, რა იცი ქიმიაშიო. ეს ჩემთვის ნამდვილად არ იყო პრობლემა. უამრავი შეკითხვა დამისვა. სამჯერ გავავსე და გავასუფთავე დაფა. ჯერ ისეც კარგად ვიცოდი და მიყვარდა ქიმია და ახლა უფრო მოვინდომე. ლექტორი ჩემს მიმართ იმდენად სიმპატიურად განეწყო, რომ თურმე, დავით გობეჯიშვილმა, რომელიც არც შემდეგ გამოჩენილა ლექციებზე, გამოცდაზე გაუსვლელად მიიღო ჩათვლა.
ნიკო დეკანოსიძე: -კულტურის განყოფილების მაშინდელმა გამგე შოთა რობაქიძემ კულტურის სამინისტროს საფინანსო განყოფილებაში გამატანა დოკუმენტები. უნდა ჩამებარებინა, მივლინებაზე ბეჭედს დამირტყამდნენ და დავბრუნდებოდი ხარაგაულში. სამინისტროდან გამოსულს რუთაველზე ჯგუფელები შემხვდნენ. წავედით სადგურთან ახლოს რესტორან „კოლხეთში.“ იმ ღამეს დავრჩით სასტუმროში. აქ თურმე შოთა რობაქიძე იკლავს თავს, – ბოვში თბილისში გავაგზავნე და აღარ მოდისო. ხარაგაულში დარეკვა მაშინ ძალიან ჭირდა.
მეორე დღეს გამოვედით მეგობრები სადგურზე. დგას ხაშურის მატარებელი. მეგობრებთან საუბარში ისე გავერთე, რომ ის მატარებელი წამოსულა და მეორე ჩამომდგარა. შევედი ვაგონში,- მგონია, ხაშურში მივდივარ და ამოვყავი თავი გურჯაანში. გზაში დაღამდა… ვერ ვცნობ სადგურებს – არც ქარელია, არც ოსიაური. ვფიქრობ, ნეტა სად მივდივარ, თან ხმას ვერ ვიღებ. ჩავედი გურჯაანში. ღამე სასტუმროში გავათენე. მეორე დღეს ადრიანად დავბრუნდი თბილისში. სადგურზე უკვე ნამდვილად ხაშურის მატარებელში ჩავჯექი. გზაში ჩამძინებია. მაღვიძებს გამცილებელი და ბილეთს მთხოვს. მივაწოდე და მეუბნება; – ესა, ძმაო, გაიგე შენა, ხაშურამდეა, აქა ბორჯომია. ხუთი მანეთით დამაჯარიმეს. დავუწყე ჩხუბი, რატომ არ გამაღვიძეთ ხაშურში-მეთქი. ამ ჩხუბსა და აყალმაყალზე მოვიდა მილიცია და ჩამიყვანეს ბორჯომის მილიციის განყოფილებაში. მილიციის უფროსი, ომარ გელაშვილი მეგობრობდა ბიძაჩემთან, რომელიც მეურნეობის უფროსი გახლდათ ბაკურიანში. მილიციის უფროსმა მითხრა, – აი, სწორედ ახლა მივდივარ ბიძაშენთანო და თან წამიყვანა. მოკლედ, თბილისში ერთი ფურცლის ჩატანას და იქედან ჩამოსვლას ერთი კვირა მოვუნდი.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი