სმენის შესამოწმებელი აქცია ხარაგაულში 17 სექტემბერს დაიწყო და დღეს, 4 ოქტომბერს, სარგვეშის სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებისა და ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის პირველი კლასის მოსწავლეების შემოწმებით დასრულდება.
სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის წევრები, უკვე მეორე წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის (დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე) თანამშრომლებთან ერთად სმენის შესამოწმებელ აქციებს მართავენ.
შარშან შვედი სპეციალისტების ჯგუფმა ხარაგაულში 850 პირი (მათ შორის 630 მოსწავლე) გამოიკვლია. გამოკვლეულთაგან 122 პირს სმენის აპარატების საჭიროება დაუდგინდა. სმენის აპარატები მათ საჩუქრად გადაეცათ.
წელს აქციის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 17 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, 26 სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები და უფროსი ასაკის მოქალაქეები შემოწმდნენ.
„როგორ ვიურთიერთოთ სმენადაქვეითებულ ბავშვებთან“, – ამ თემაზე შვედმა ექიმებმა ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სკოლის ექიმების, სპეცპედაგოგებისა და მშობლებისათვის ორდღიანი სემინარი გამართეს.
3 ოქტომბერს სამედიცინო აქციას ბორითის საბავშვო ბაღში საქართველოსა და სომხეთში შვედეთის ელჩი ულრიკ თიდერსტომი, იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ულრიკ თიდერსტომი მოხარულია, რომ საქართველოს ულამაზეს კუთხეს – იმერეთს ესტუმრა. ელჩი ამბობს, რომ ვინაიდან სმენა აუცილებელია კომუნიკაციის, განათლებისა და განვითარებისთვის, ამიტომ შვედი სპეციალისტები იმერეთში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. ელჩი იმედოვნებს, რომ სმენის გამოკვლევა შემდეგ წლებში მთელ საქართველოს მოიცავს.
პროგრამის კოორდინატორი მაია ბერაძე-ჯონსონის ინფორმაციით, შვედი სპეციალისტები საქართველოში პირველად 2005 წელს ჩამოვიდნენ და მსგავსი აქციები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში განახორციელეს.
იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ მაია ბერაძე-ჯონსონს და შვედი ექიმების ჯგუფს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ხარაგაული ელჩების სტუმრობით განებივრებულია. ერთი თვის წინ ხარაგაულს ამერიკის ელჩი ელიზაბეთ რუდი სტუმრობდა. უახლოეს ხანში ხარაგაულელები ჩინეთისა და იაპონიის ელჩებს უმასპინძლებენ.
შვედი სპეციალისტების ჯგუფის წევრმა კალე სპენსმა აღნიშნა, რომ სტოკჰოლმში სმენადაქვეუთებულთა ასოციაცია 15 წელია არსებობს. თავად კალე სპენსი სმენადაქვეითებულთა პრობლემებზე 1999 წლიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა. მისი თქმით, საქართველოში სმენის პრობლემის მქონე ადამიანების რიცხვი საკმაოდ მაღალია. ის მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფომ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს.
კალე სპენსმა ააიპ ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებს – ნინო ყიფშიძესა და თათია ბლუაშვილს სმენის შესამოწმებელი აპარატი და აუდიომეტრი საჩუქრად გადასცა. ამიერიდან სმენაზე შემოწმება ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრში იქნება შესაძლებელი.
შვედმა ექიმმა ევა მარტონმა აღნიშნა, რომ სმენის აპარატის გადაცემის შემდეგ სმენადაქვეითებული ბავშვისათვის ახალი სამყარო იშლება. ერთ-ერთმა ევას უთხრა, რომ ახლა მას თავისი ფეხსაცმლის ხმაც კი ესმის. ევა წუხს, რომ ქართველი დედები შვილებს ყურებს ჩხირებით ღრმად უწმენდენ, რაც ხშირ შემთხვევაში ყურის აპარატის დაზიანებას იწვევს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ მაია ბერაძე-ჯონსონთან ერთად ექიმებს მადლობის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცა.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი