რკინიგზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი, სოფელ ანეულაში მცხოვრები, ოჯახები დახმარებას ითხოვენ.
ანეულელი თინა კვინიკაძე ამბობს, რომ „საქართველოს რკინიგზა“ მისი საკუთრების უფლებას არღვევს. მიწაზე, რომელსაც მისი ოჯახი ამუშავებს, რკინიგზის მაგისტრალი გაივლის. ამის შესახებ მათ გაზაფხულზე შეიტყვეს. 6 ათასი ლარი, რასაც „საქართველოს რკინიგზა“ თინა კვინიკაძეს მიწის გამოსყიდვაში სთავაზობს, ოჯახს არასაკმარისად მიაჩნია.
ანეულას მოსახლეობა თვლის, რომ მათი სახლები ხშირი აფეთქებებისა და რკინიგზის მშენებლობის გამო, საცხოვრებლად აღარ ვარგა. ამიტომ ისინი განსახლებას და „საქართველოს რკინიგზისგან“ ისეთ ანაზღაურებას ითხოვენ, რომ სახლებისა და მიწის ნაკვეთების შეძენა შეძლონ.
„ჩვენ ახალი რკინიგზის მშენებელობას არ ვეწინააღმდეგებით, – ამბობს თინა კვინიკაძე, – სოფელში თუ მიწა ვერ დავამუშავე, ისე აქ რისთვის ვიცხოვრო. „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები შეტევაზე გადმოდიან და გვემუქრებიან. ამავე დროს აფეთქებების გამო სოფელში მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა. სოფელი შაჰ-აბასისგან აწიოკებულს ჰგავს.“
ანეულელებმა დახმარებისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართეს. საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე და დეპუტატები მოქალაქეებს გვერდით დგომას დაჰპირდნენ. კერძოდ, საკრებულო „საქართველოს რკინიგზას“ წერილობით მიმართავს და ანეულას მოსახლეობასთან შეხვედრას საკრებულოში უზრუნველყოფს.
ანეულაში მცხოვრებმა ოჯახებმა საკრებულოს წინაშე სოფელში სარიტუალო სახლის მშენებლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. 300-კაციანი სარიტუალო სახლი რკინიგზის მშენებლობის არეალში მოხვდა. მუნიციპალიტეტს „საქართველოს რკინიგზამ“ 60 ათასი ლარი გადაუხადა. ანეულელები სარიტუალო სახლის აშენებას ითხოვენ.
მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური უფროსის, ჯაბა ბერაძის განმარტებით, სოფელში უნდა გამოიძებნოს ადგილი სარიტუალო დარბაზის ასაშენებლად. მისივე თქმით, მოსახლეობისგან შერჩეულ ადგილზე ძვირადღირებული სამუშაოებია ჩასატარებელი და შესაძლოა, 60 ათასი ლარი ახალი შენობის აგებას არ ეყოს.
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ აღნიშნა, რომ უმჯობესია მუნიციპალიტეტის მერი ნიკო თოფურიძე, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ანეულის მოსახლეობას შეხვდეს, მოუსმინოს და მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი