დღეს, 27 სექტემბერს, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა. 25 წლის წინ დაეცა სოხუმი და ჩვენმა ქვეყანამ ულამაზესი კუთხე, აფხაზეთი, დაკარგა.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში აფაზეთის ომის მონაწილეები შეიკრიბნენ. მოიგონეს ის გმირები და თანამებრძოლები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის მთლიანობას სიცოცხლე შესწირეს.
აფხაზეთი ომამდე და ომის შემდეგ – ღონისძება ამ ფოტო კადრებით დაიწყო.
მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა და ამავე ცენტრის თანამშრომელმა ბათუ კიკნაძემ ის ხარაგაულელი გმირები გაისხენეს, რომლებიც აფხაზეთის ომში სამშობლოს დასაცავად წავიდნენ, მაგრამ ხარაგაულს ვეღარ დაუბრუნდნენ.
უდიდესი ემოცია გამოიწვია მსმენელებში ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ ჭიპაშვილის მიერ წაკითხულმა შოთა ნიშნიანიძის ლექსმა და ანსამბლის – „ხარაგაულის ხმები“ შესრულებულმა სიმღერამ „ბინდისფერია სოფელი“.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ომის მონაწილეები – ვალერი გოგნაძე, ალექსანდრე ფერაძე, პაატა გოგოლაძე, ელვარდი გიორგიძე. მათ აფხაზეთში გადატანილი დღეები გაიხსენეს. თითოეულ მათგანს იმედი აქვს, რომ აფხაზეთს დავიბრუნებთ…
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა გაიხსენა 2010 წელს მისი ავტორობით გამოცემული წიგნის „ისინი საქართველოსთვის იბრძოდნენ“ შექმნის ისტორია გაიხსენა. წიგნში თავმოყრილია 23 ხარაგაულელი გმირის მცირე ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომს შეეწირნენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ ომის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა უსურვა.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის თანამშრომელმა ეკატერინე შველიძემ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა, რომ არასოდეს დავივიწყოთ გმირების სახელები და ერთად ვიბრძოლოდ უკეთესი ხვალინდელი დღისათვის.
ღონისძიება გიორგი მაქაძემ აფხაზეთის ომზე შექმნილი სიმღერით დაასრულა.
აფხაზეთის ომში მონაწილეებთან შეხვედრა ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურისა და ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი