ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში დღეს, 12 სექტემბერს, წიგნის – „ხარაგაულის ქრონიკები“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ისტორიის პედაგოგთა ასოციაციის წევრებმა და მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებმა შეადგინეს.
პრეზენტაციაზე „ხარაგაულის ქრონიკების“ მთავარმა რედაქტორმა ზეინაბ ბუაჩიძემ ყურადღება გაამახვილა იმ მასალებზე, რომლებსაც ფართო საზოგადოება მხოლოდ ამ წიგნით გაეცნობა, რითაც ეს ნაშრომი ორიგინალური და გამორჩეულია.
„ხარაგაულის ქრონიკებზე“ მუშაობა მუნიციპალიტეტში არქეოლოგთა ჯგუფის საქმიანობას დაემთხვა. წიგნში შესულია მათი გამოკვლევები ხარაგაულში არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ.
სპეციალურად „ხარაგაულის ქრონიკებისთვის“ ითარგმნა რუსი მეცნიერის პრიდიკის ნაშრომი ბორის განძზე, რომელიც ერმიტაჟშია დაცული.
წიგნში ნახავთ ხარაგაულის ისტორიულ-გეოგრაფიულ აღწერილობას. ეს მონაცემები წიგნის მეორე გამოცემისთვის უფრო გამრავალფეროვნდება.
„ხარაგაულის ქრონიკებში“ ისტორიკოსი ზეინაბ ბუაჩიძე და ხიდრის სკოლის ისტორიის მასწავლებელი თამარ თაბუკაშვილი ასაბუთებენ, რომ ანდრია პირველწოდებულმა ნამდვილად ხარაგაულის მთა გადალახა. ისტორიულ წრეებში ამ ფაქტს არ ეთანხმებიან. თუმცა, წიგნის ავტორები იმედოვნებენ, რომ ეს საკითხი მათი ვერსიის სასარგებლოდ გადაწყდება.
წიგნში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გრიგოლ ხანძთელის მიერ აგებული ტაძრებიდან უბისის ტაძარი ერთადერთია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს.
აქვე გაეცნობით ორი უნიკალური სტელას ისტორიას, რომლებიც ახმედ გოგოლაძემ უბისის ტაძრის შესასვლელის თაღიდან ჩამოვარდნილი იპოვა და დღემდე ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმშია დაცული. ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური თავის ნაშრომში ამ სტელას შესახებ ისე საუბრობს, რომ მისი ადგილმდებარეობის ადგილი – ხარაგაული – ცნობილი არ არის.
„ხარაგაულის ქრონიკების“ პრეზენტაციაზე რედკოლეგიის წევრმა ეკა შველიძემ აღნიშნა, რომ ხარაგაულელებს პასუხისმგებლობა მოგვემატა, – ასეთი წარსულის მქონე მხარეს უკეთესი მომავალი უნდა ჰქონდეს.
წიგნის ავტორებმა მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის მერიას წიგნის გამოცემის დაფინანსებისთვის და ყველა იმ ადამიანს, ვინც წიგნზე იმუშავა.
პრეზენტაციაზე ითქვა, რომ „ხარაგაულის ქრონიკების“ ხელახლა გამოცემა აუცილებელია, რათა ის ფართო მკითხველმა შეიძინოს. ამჟამად წიგნი მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო ქსელშია ხელმისაწვდომი.
დიდი განძი და სიმდიდრე, რომელიც ხარაგაულს დარჩება – ასე შეაფასეს წიგნი „ხარაგაულის ქრონიკები“, წიგნი, რომლის წერა მომავალმა თაობებმა უნდა გააგრძელონ.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი