„ტყის კოდექსში“ შესული ცვლილების თანახმად, საშეშე მერქანს საბიუჯეტო ორგანიზაციებს სატყეო სააგენტო დაუმზადებს და ადგილზე მიუტანს. გასულ წელს აღნიშნული მომსახურება მხოლოდ საჯარო სკოლებზე ვრცელდებოდა, წელს კი მათ რიგებს სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციები დაემატა.
ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსი ალი მურადოვი ამბობს, რომ სატყეო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში სამმა ინდმეწარმემ გაიმარჯვა. 226 კბმ საშეშე მერქანი ერთმა ინდმეწარმემ უკვე დაამზადა. 6 კბმ შეშა მიტანილია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, 5 კბმ – ხარაგაულის #3 სკოლაში, 20 კბმ – კულტურის ცენტრში. ზამთრის სათბობი შეშით მომარაგებულია ხარაგაულის სამუსიკო სკოლა, ბაზალეთის, სარგვეშის, ხუნევის, ბორითის სკოლები. ოქტომბრის ბოლომდე შეშა ხარაგაულში მოქმედ ყველა იმ საბიუჯეტო ორგანიზაციას მიეწოდება, რომლებიც სათბობად შეშას იყენებენ.
ალი მურადოვი ამბობს, რომ საშეშე მერქანის მოპოვების ეს ფორმა უკანონო ჭრებს აგვაცილებს. ტყეკაფში მეტყევეს ურთიერთობა აქვს ერთ პირთან, რომელსაც ტყეში მუშაობის გამოცდილება აქვს. ეს ტყის მოვლა-აღდგენა-გაწმენდისთვისაც კარგია. საშეშე მერქანის მოსაპოვებლად ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმე მობეჭდილ ტყეკაფამდე შესაბამისი ტექნიკით მიდის.
2020 წლიდან იგეგმება, რომ მოსახლეობისთვის საშეშე მერქანი სატყეო სააგენტომ დაასაწყობოს. მოსახლეობა ტყეში შეშის მოსაპოვებლად აღარ შევა. ალი მურადოვი ამ სიახლეს ტყის დაცვისათვის გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად მიიჩნევს, რადგან ტყის დაცვა თუ გვინდა, ტყე მეტყევემ უნდა მართოს.
ხარაგაულის სატყეო უბანში შარშან გამოყოფილი 3 ათასი კბმ საშეშე მერქანი ასათვისებელია. 7 ათასი კბმ ახალი საშეშე მერქნის გამოყოფა ეტაპობრივად მიმდინარეობს. იქ, სადაც ნარჩენია, სატყეო უბანს ახალი ტყეკაფის გახსნის უფლება არ აქვს.
თუ მოქალაქემ შარშან აღებული შეშის მოპოვების ბარათი ვერ გამოიყენა, იმავე ბარათით ბანკში თანხის ხელახლა გადახდის შემდეგ ისარგებლებს.
შეშის მოპოვებისთვის მოქალაქე ბანკში იხდის ერთ კბმ შეშაზე 6 ლარს – 3 ლარი მერქანის ღირებულებაა, 3 ლარი – საბანკო მომსახურების. დოკუმენტის მიღების შემდეგ უნდა დაუკავშირდეს ტყის მცველს, რომელიც მობეჭდილი ტყეკაფის შესახებ განუმარტავს. შემდეგ მოქალაქე შეშას ტყეში თავად მოიპოვებს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ ოჯახს 15 კბმ საშეშე მერქანი, ხოლო სხვა სოფლებში მცხოვრებთ – 7 კბმ საშეშე მერქნის მოპოვების უფლება აქვთ.
ალი მურადოვის ინფორმაციით, სატყეო სააგენტომ მოლითის ტყე-კაფამდე მისასვლელი 400 მეტრი სიგრძის ახალი გზა გაიყვანა.
მოსახლეობისგან სამასალეზე მერქანის მოპოვება აკრძალულია. უბისაში დასაწყობებული სამასალე მერქანი წელს აუქციონით ხარაგაულელმა მოქალაქეებმაც აითვისეს და ინდმეწარმეებმაც. დარჩენილი 26 კბმ სამასალე მერქანი, რომელმაც ხარისხი დაკარგა, ღორეშის საჯარო სკოლას სათბობად მიეწოდა.
ე. წ. სოციალური ჭრები, როცა სტიქიით დაზარალებულ ოჯახს სამასალე მერქანს გუბერნატორის შუამდგომლობით აძლევდნენ, 2018 წელს გაუქმებულია. შარშან ვახანში, მოლითსა და ღორეშაში მცხოვრებმა სტიქიით დაზარალებულმა ოჯახებმა ამ პროგრამით ვერ ისარგებლებს, რადგან ნებართვა მათზე ნოემბერში გაიცა და ტყეში ფიზიკურად ვეღარ შევიდნენ. ეს ოჯახები სამასალე მერქნის მოპოვებას ახლა შეძლებენ.
მარტოხელებს შეშას მუნიციპალიტეტის მერია შეუძენს. ამ მიზნით სატყეო სააგენტოსა და მერიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. 60 კბმ საშეშე მერქანი ყოფილი გამთიშველების ქარხნის ტერიტორიაზე უკვე დასაწყობებულია. მერია შეშას მიაწვდის იმ ოჯახებს, რომელთაც შეშის მოპოვება თავად არ შეუძლიათ. 15 სექტემბრამდე მერიასთან მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება და შეშა ამის შემდეგ გაიცემა.
„ტყე უკანონო ჭრებისგან განადგურებულია, – ამბობს ალი მურადოვი, – კაცმა ხე რომ მოჭრა, ის ნაწილი წაიღო, რომელიც სჭირდებოდა, ნარჩენი მიატოვა. ეს მოზარდი ხის ამოსვლასაც ხელს უშლის და დაავადების კერაცაა. მესმის ლეღვნის მოსახლეობის, რომ სახლთან ახლოს უნდა მერქანის მოპოვება, მაგრამ აუცილებლად მოლითის სატყეო უბნით უნდა ისარგებლონ. კანონს უნდა დავემორჩილოთ.“
2 აპრილიდან 27 აგვისტომდე ხარაგაულის სატყეო უბნის ტყის მცველების მიერ ტყის უკანონო ჭრაზე სამართალდარღვევის 60 ოქმი შედგა. სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. თუ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე დატაცებულია, სამართალდამრღვევი მერქანის ღირებულის ექვსმაგ ოდენობას იხდის, თუ უკანონოდ მოპოვებული მერქანი ადგილზეა, მაშინ – ხუთმაგ ოდენობას; თუ უკანონოდ ძვირფასი ჯიშის ხეა მოჭრილი, მოქალაქე სანიხრე ღირებულების ათმაგი ოდენობით ჯარიმდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სატყეო უბანი 14 სამცველოდაა დაყოფილი. გთავაზობთ სატყეო უბნების მცველთა საკონტაქტო ინფორმაციას.
ფრიდონ კურტანიძე, საქასრიის სატყეო უბნის მცველი – 591 08 47 13;
ზვიადი ლომიძე, საქასრიის სატყეო უბნის მცველი – 555 33 09 42;
ერასტი ღამბაშიძე, რიკოთხევის სატყეო უბნის მცველი – 595 000 362;
გიორგი რიკაძე, რიკოთხევის სატყეო უბნის მცველი – 591 007 568;
ვაჟა ბარბაქაძე, რიკოთხევის სატყეო უბნის მცველი – 595 52 51 38;
პაპუნა ჭიპაშვილი, ბორითის სატყეო უბნის მცველი – 595 00 30 64;
ვახტანგ ჭაუჭიძე, ბორითის სატყეო უბნის მცველი – 591 54 12 73;
მერაბ ტალახაძე, მოლითის სატყეო უბნის მცველი – 595 600 434;
სიმონ ფოფხაძე, მოლითის სატყეო უბნის მცველი – 595 000 390;
კახაბერ ხიჯაკაძე, ვარძიის სატყეო უბნის მცველი – 599 89 88 47;
გიორგი სახამბერიძე, ვარძიის სატყეო უბნის მცველი – 591 08 47 15;
მურმანი ფერაძე, ზვარის სატყეო უბნის მცველი – 593 47 59 40;
ირაკლი ჭიპაშვილი, ზვარის სატყეო უბნის მცველი – 577 64 79 07.
წიფის სატყეო უბანში ტყის მცველის შესარჩევად კონკურსია გამოცხადებული.
ამ სატყეო უბანს ამჟამად მოსაზღვრე უბნების ტყის მცველები იცავენ.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი