

დღეს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემშვიდ რეგიონში, მათ შორის იმერეთში, ახალი გუბერნატორები წარადგინა.
იმერეთის მხარის გუბერნატორად შავლეგო ტაბატაძე დაინიშნა.
შავლეგო ტაბატაძე 1977 წლის 12 თებერვალს საჩხერის რაიონის სოფელ ლიჩში დაიბადა. ჰყავს მეუღლე – ეკატერინე ბარბაქაძე და ოთხი შვილი – სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟი.
იმერეთის გუბერნატორად დანიშვნამდე, გენერალი შავლეგო ტაბატაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის პოსტს იკავებდა.
შეკითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა თავდაცვიდან პოლიტიკაში წასვლა, შავლეგო ტაბატაძე პასუხობს: „მთავარია, ჩვენს ქვეყანას ვემსახუროთ და არ აქვს მნიშვნელობა, შეიარაღებულ ძალებში ვიქნებით, თუ სამოქალაქო სამსახურში.“
დევნილი ოჯახებისთვის ბინის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის გაცემა იგეგმება.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური