

მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით, აცხადებს ქვიზების კონკურსს 2026 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის გამოსავლენად!
თუ ხარ 17-დან 25 წლამდე და გსურს, გახდე 2026 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა, შემოუერთდი კონკურსს!
26 ოქტომბრის ჩათვლით დარეგისტრირდი ქვიზების კონკურსზე.
30 ოქტომბერს მიიღე მონაწილეობა ონლაინ ქვიზების კონკურსში, უპასუხე შეკითხვებს და დაელოდე შედეგების გამოცხადებას!
კონკურსი საუკეთესო შედეგის მქონე სამ გამარჯვებულს გამოავლენს. წლის ყველაზე მედიაწიგნიერ ახალგაზრდას და II და III ადგილებზე გასულ მონაწილეებს სპეციალური პრიზები გადაეცემათ!
მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის