

დევნილი ოჯახებისთვის ბინის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის გაცემა იგეგმება.
კომპენსაციის ოდენობა დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე 10-10 ათას ლარით განისაზღვრება.
მთავრობის მიერ დაანონსებულ ამ ახალ პროგრამაზე, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ შესაბამისი ბრძანება გამოსცა. ამ ბრძანებით დადგინდა პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში ოჯახები სახელმწიფოსგან თანხას მიიღებენ.
კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ
ეს ნიშნავს, რომ თუ ოჯახს სახელმწიფოსგან არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან კომპენსაცია, ექნება უფლება სამინისტროს შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი საცხოვრისის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ.
კომპენსაციით უზრუნველყოფის მიზნით დევნილი ოჯახი ავსებს სპეციალურ განაცხადის ფორმას. განაცხადების მიღების ვადებს, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოჯახების რაოდენობასა და რიგითობას ყოველწლიური საბიუჯეტო ასიგნებების გათვალისწინებით ადგენს შესაბამისი კომისია.
„დეპარტამენტის მიერ იდენტიფიცირებისა და გადამოწმების შემდეგ, განაცხადები მონიტორინგის დეპარტამენტს გადაეცემა. საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცემა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო იმ დევნილ ოჯახებს, რომელთა განაცხადიც კომისიის მიერ არ დაკმაყოფილდა, ეცნობება წერილობით“, – წერია ბრძანებაში.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა