ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებს მიმართავს, ამომრჩევლებთან ურთიერთობისას ნუ ისარგებლებენ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ ბოლო პერიოდში უცნობი პირები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებს საოლქო საარჩევნო კომისიების სახელით ტელეფონით უკავშირდებიან და მოქალაქეთა მონაცემებს ამოწმებენ.
საარჩევნო ადმინისტრაცია არ ახორციელებს ამომრჩევლების მონაცემების შემოწმებას არც სატელეფონო და არც კარდაკარ ურთიერთობის ფორმით.
საუბნო საარჩევნო კომისიები ფუნქციონირებას კენჭისყრის დღემდე ერთი თვით ადრე, 28 სექტემბერს, დაიწყებენ.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებენ დადგენილ პროცედურებს, მათ შორის გაავრცელებენ ამომრჩეველთა ბარათებს და მოქალაქეებთან ურთიერთობისას ექნებათ საარჩევნო კომისიის წევრობის შესაბამისი დამადასტურებელი მოწმობა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი