

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 40 მილიონი ლარით იზრდება. ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე 17 აგვისტოს განიხილეს.
შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად, 2018 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 240 მილიონი ლარი გამოიყოფა.
ცვლილება ასევე შევიდა „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” განკარგულებაში. მაღალმთიან 22 მუნიციპალიტეტს, რომლებისთვისაც გამოყოფილია თანხა, დაემატა კიდევ 2 მუნიციპალიტეტი – მესტიისა და თიანეთის.
გამოყოფილი თანხა გაიზარდა 476 685 ლარით, რომლითაც ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია განხორციელდება.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი