

პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2018/2019 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტებისათვის დაფინანსებას მხარდაჭერას აგრძელებს.
2018-2019 სასწავლო წელს, სახელმწიფო დააფინანსებს შემდეგ მიმართულებებს: აგრარული მეცნიერებები; განათლება; ინჟინერია; მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები და მიმართულებათაშორისი დარგები და სპეციალობები;
პრიორიტეტულ პროგრამებზე სტუდენტების პროგრამული და საგრანტო დაფინანსების ჯამი შეადგენს 100%.
პირდაპირი დაფინანსებით პროგრამებზე სტუდენტთა განაწილების შემდეგ დარჩენილი თანხა ნაწილდება იგივე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პრიორიტეტული მიმართულების სხვა დარგის/სპეციალობის პროგრამებზე სტუდენტების საერთო რანჟირებული სიაზე დაყრდნობით (გადასახადის 100%-მდე შევსების პრინციპით).
2018-2019 სასწავლო წელს აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო 300 კრედიტიანი პროგრამები აირჩიონ, რომელიც პრიორიტეტულ ჩამონათვალს დაემატა:
სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – დაფინანსებული 30 ადგილი;
სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – დაფინანსებული 35 ადგილი;
სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – დაფინანსებული 50 ადგილი;
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 25 დაფინანსებული ადგილი;
სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – „დაწყებითი განათლება“ – დაფინანსებული 180 ადგილი.
2018/2019 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების სია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,