

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში ა/ო „ნაბიჯი ხარაგაულის“ (თავმჯდომარე რუსუდან გურგენიძე) პროექტის „ჩვენ აქ ვართ“ ფარგლებში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ფსიქოლოგმა, ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ მულტიდისციპლინური ჯგუფის ხელმძღვანელმა რუსუდან ბოჭორიშვილმა ისაუბრა ბავშვთა აღზრდის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ოჯახის წევრების მიმღებლობისა და დამოკიდებულებების მნიშვნელობაზე; ასევე იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებაში კონკრეტული პრობლემების ადრეული გამოვლენა და დროული ჩარევა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საჯარო სკოლების სპეცპედაგოგები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ა/ო „ნაბიჯი ხარაგაულის“ პროექტს „ჩვენ აქ ვართ“ მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და „ევროკავშირი საქართველოსთვის“.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,