„დღეს დამირეკეს სოფელ კიცხიდან, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი უშიკიშვილი, – ანსამბლ „ოდილას“ ერთ-ერთმა წევრმა მაცნობა, რომ ამ შესანიშნავ ანსამბლს ის მცირედი დაფინანსებაც კი მოუხსნეს, რაც ჰქონდათ.
50 წელია, ანსამბლი ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. აღდგინა მრავალი იმერული სიმღერა, რომლებიც დღეს სხვადასხვა ანსამბლების რეპერტუარშია. 80 წელს გადაცილებული ხალხისთვის ასეთი დამცირება, – შენი სახელმწიფო რომ მრავალწლიანი ეროვნული საქმიანობისთვის ასე გექცევა და ასე გიფასებს, – როგორი დიდი დამცირებაა, მოგეხსენებათ.
ცრემლნარევი ხმით რომ დაგირეკავს 85 წლის ეთნოფორი და ამას მოგიყვება, როგორ უნდა ვგრძნობდე თავს? მეც ასევე ცრემლებს ვერ ვიკავებ!
ეს არის ზუსტად დღევანდელი კულტურის პოლიტიკა. ფეოდალიზმი, არაპროფესიონალიზმი, უგულობა, ერთი ჯგუფის მიერ ფოლკლორის სრული მონოპოლია და ნეპოტიზმი!!! (სამწუხაროდ ბოლო პერიოდში, ანსამბლების დაფინანსებიდან მოხსნის პირველი შემთხვევა არ არის).
აუცილებლად ჩავალ კიცხში და ამ თემაზე მოვამზადებ გადაცემას! რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ!
თქვენ კი, ფოლკლორის ახალგაზრდა ჩინოვნიკებო, ითვალეთ ხელფასები და პრემიები. გააფორმეთ თქვენი ახლობლები და მეგობრები და მიეცით მაღალი ხელფასები. არ მოიკლოთ არაფერი! გცხვენოდეთ!“
„მოგესალმებით გიორგი! – სოციალური ქსელითვე პასუხობს გიორგი უშიკიშვილს ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ადმინისტრაცია, – თავს ვალდებულად ვთვლით, გავაკეთოთ განმარტებები ანსამბლ „ოდილასთან“ დაკავშირებით. უპირველესად, კარგი იქნებოდა, თუ გადაამოწმებდით ინფორმაციას, რომელიც თქვენთვის სატელეფონო ზარით გახდა ცნობილი; მითუმეტეს, რომ 2004 წლიდან მოყოლებული, თქვენთან თანამშრომლობისა და კომუნიკაციის პრობლემა არასდროს გვქონია.
ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ასაჯაროებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში.
თქვენ კარგად იცით, ხარაგაულში ყოველთვის დიდი ყურადღება ექცეოდა და ექცევა ფოლკლორის განვითარებას. ანსამბლი „ოდილა“ 2007 წლიდან იმყოფება ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე და მათ არასდროს შექმნიათ ფესტივალებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის პრობლემა. ჩვენ ვაფასებთ მათ შემოქმედებას და დღესაც ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ანსამბლის ფუნქციონირებას.
გაცნობებთ, რომ ხარაგაულში ამჟამად მიმდინარეობს კულტურული ააიპ-ების რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის პროცესი. ააიპ-ის შინაგანაწესიდან გამომდინარე მოხდა ანსამბლების სპეციალურ პროგრამებზე გადართვა.
ასე რომ, „ოდილას“ დაფინანსება არ შეწყვეტილა. მათი ასაკისა და ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგან ვერ ახერხებენ სამსახურებრივ საქმიანობაში ყოველდღიურ ჩართვას, მათთვის შემუშავდა სპეციალური პროგრამა, ამის შესახებ ისინი ინფორმირებულნი არიან. მომავალი წლიდან კვლავ გაგრძელდება ანსამბლის ხელშეწყობა და აღნიშნული პროგრამით დაფინანსება.“
ფოტოზე: ანსამბლი „ოდილა“, 2016 წ. დეკემბერი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი