22 მაისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და აზიის განვითარების ბანკის ექსპერტები, ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე რუსეცკაია და ექსპერტი გენდერის საკითხებში მამუკა გაჩეჩილაძე შეხვდნენ.
გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნა და ფუნქციონირება მუნიციპალიტეტებს 2016 წლიდან კანონით განესაზღვრათ. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთი მიზანი გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის პროცესისთვის ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტებთან შექმნილი საბჭოების ეფექტურად ფუნქციონირების მხარდაჭერაა.
„ჩვენს ქვეყანაში იხვეწება გენდერული თანასწორობის პოლიტიკა, მიმდინარეობს დეცენტრალიზაციისა და ლოკალიზაციის პროცესი, – აღნიშნა შეხვედრაზე ელენე რუსეცკაიამ, – ჩვენი მიზანია, საქართველოში ყველა მუნიციპალიტეტს შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ, რომ სამართლებრივად გაწერილი ვალდებულებები რეალურად განახორციელონ და მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩეს“.
ხარაგაულში გამართულ საკონსულტაციო შეხვედრაზე ქალთა საინფორმაციო ცენტრის ექსპერტებმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად, მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. გამოიკვეთა საჭიროებები, რომლებიც მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაში აისახება.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი