(ჩაწერილია აწ გარდაცვლილი თამაზ კიკნაძისგან)
„გუმ, ცუმ, დეტსკი მირ“
ხარაგაულის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი მოსკოვში მართავს კონცერტებს. პირველივე გამოსვლაზე აირია ცეკვა. აღარც მუსიკა ჩაჯდა რიტმში, – ვინ მარჯვნივ მიდის, ვინ – მარცხნივ…
შეწუხებული ქორეოგრაფი ეკითხება მოცეკვავეებს, – რა დაგემართათ, რა მოგივიდათო?!
-კუტა, მაგენი აქ სასიმღეროდ და საცეკვაოდ კი არ არიან ჩამოსულები, იმას ფიქრობენ, სად რა იყიდონო. ახლა მაგათთვის დოლი მღერის: „გუმ, ცუმ,“ გუმ, ცუმ“, აკორდეონი კი მისძახის: „დეტსკი მირ,“ „დეტსკი მირო,“ – იხუმრა ანსამბლის ხელმძღვანელმა ბატონმა ივანე (ბიჭიკო) აბაშიძემ („გუმი,“ „ცუმი“ და „დეტსკი მირ“ ცნობილი სავაჭრო ცენტრები
იყო).
სანდო კაცი
ქუთაისში მივდივართ. გზაში რესტორანში შევედით. ბიჭიკო ბიძიამ გადაიბანა ხელები საპნით და აპირებს პირსახოცზე გამშრალებას. მაგრამ პირსახოცს სუფთა ნაწილი ვერ უპოვა. დაუძახა ოფიციანტს:
-მოდი, ბიძიკო, აქ. ამ რესტორანში ერთი სანდო კაცი თუ გეგულებაო?
-ყველა სანდონი არა ვართო?! – იყო პასუხი.
-ჰოდა, დოუყენეთ ყარაული ამ პირსახოცს, არავინ მოგპაროთო, – იხუმრა ბიჭიკო აბაშიძემ.
რამდონმა, ბიჯო?!
ბატონმა ბიჭიკო აბაშიძემ თანამშრომელი თბილისში გააგზავნა იმ პირობით, რომ მეორე დღესვე დაბრუნდებოდა. გავიდა ერთი დღე, მეორე დღე – ის კი არ ჩანს…
ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდა და მოიმიზეზა: მატარებელმა გამომასწროო.
-ბიჯო, მერედა, რამდონმა და რამდენჯერ. მთელი კვირა რავა გამოგასწროო, – გაწყრა ბატონი ბიჭიკო.
რეპეტიციაზე
სიმღერის გუნდის რეპეტიციაზე ვართ. პირველ რიგში სხედან გოგოები. მოკლე კაბები აცვიათ, მუხლისთავები უჩანთ და წვალობენ, – ჭიმავენ და ჭიმავენ კაბებს.
ბიჭიკო აბაშიძემ ურჩია გოგონებს:
-ეგ კაბები გრძელი შეგეკერათ და აღარ გაწვალდებოდითო.
მათ უპასუხეს: -კაბები კია გრძელი, მარა რომ ვჯდებით, ზევით იწევაო.
-მერედა, დამჯდარმა აიღეთ ზომაო, – ურჩია ბიჭიკო ბიძიამ.
მამუკა ჭიპაშვილის ნახატები
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი