საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) ხარაგაულის რაიონულმა ორგანიზაციამ დღეს, 30 აპრილს, მეშვიდე საანგარიშო კონფერენცია გამართა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, განათლების სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
კონფერენცია ორგანიზაციის ჰიმნით დაიწყო.
სპმთპ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი ვაქერ-სებისკვერაძემ კონფერენციის დელეგატებსა და დამსწრე საზოგადოებას 2013 წლიდან დღემდე განხორციელებული აქტივობები გააცნო.
ლალი ვაქერ-სებისკვერაძემ გასულ წლებში ხელისუფლების მხრიდან პროფკავშირებზე განხორციელებული ზეწოლები და ორგანიზაციის საქმიანობაში უხეში ჩარევები გაიხსენა. მან მოხსენებაში აღნიშნა, რომ განათლების პროფკავშირების რაიონული ორგანიზაცია წევრების კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებაზე ზრუნავს. ამ მიზნით საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ტრენინგები როგორც სკოლების პედაგოგებისთვის, ისე საბავშვო ბაღების აღმზრდელებისა და თანამშრომლებისთვის.
ლალი ვაქერ-სებისკვერაძის ინფორმაციით, პირველი მაისიდან მასწავლებლებისთვის, მათი მოთხოვნების შესაბამისად, ტრენინგები იგეგმება.
სპმთპ პრეზიდენტმა მაია კობახიძემ იმ შედეგებზე ისაუბრა, პროფკავშირების აქტიურობით, განათლების სამინისტროსთან და ხელისუფლებასთან სოციალური დიალოგით რომ მიაღწიეს:
დღემდე განათლების სისტემაში სერიოზული გამოწვევაა:
მაია კობახიძის ინფორმაციით, გარკვეული საკითხების დაყენებისას პროფწევრები სოლიდარულები არ აღმოჩნდნენ. ხელფასის ეტაპობრივად გაზრდის მოთხოვნაზე 17 ათასი პედაგოგის ხელმოწერა შეგროვდა იმ დროს, როცა ორგანიზაციას 35 ათასი წევრი ჰყავს. პრობლემაა ის, რომ მასწავლებლები პიროვნულად ვერ არიან თავისუფალნი და მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონენი.
კონფერენციის მონაწილეებმა სკოლების ვაუჩერული დაფინანსების სირთულეებზე, ტექნიკური პერსონალისა და სკოლების ადმინისტრაციებში დასაქმებულთა დაბალ ანაზღაურებასა და სკოლებში ფსიქოლოგის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
კონფერენციაზე ღია კენჭისყრით სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ კვლავ ლალი ვაქერ-სებისკვერაძე აირჩიეს. ის ორგანიზაციას 2004 წლიდან ხელმძღვანელობს. არ შეცვლილა რაიონული საბჭოს შემადგენლობა – საბჭოს წევრები პირველადი ორგანიზაციების ხელმძღვანელები იქნებიან.
განათლების პროფკავშირის მეცხრე ყრილობაზე მონაწილეობის მისაღებად ხარაგაულიდან აირჩიეს დელეგატები: რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი ვაქერ-სებისკვერაძე, მასწავლებლები: მარინე ვეფხვაძე (ხარაგაულის #2 სკოლა), თეა ტალახაძე (ბაზალეთის საჯარო სკოლა), ნათია გოგსაძე (ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის ფსიქოლოგი).
კონფერენციის დასასრულს „ამაგდარი პროფკავშირელის“ სიგელითა და ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვდნენ მერი გიორგიძე (ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა), ლამარა ციცქიშვილი (მარელისის საჯარო სკოლა), ამალია გუდაძე (წიფის საჯარო სკოლა), ელვარდი გიორგიძე (ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა), ალექსანდრა ჭიპაშვილი (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა), თამარ გაჩეჩილაძე (ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება).
განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაცია მუნიციპალიტეტში მოქმედი 25-ვე საჯარო სკოლისა და 17-დან 12 საბავშვო ბაღის თანამშრომლებს, სულ 600-მდე წევრს აერთიანებს.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.