
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პირველკლასელთა რეგისტრაცია 2018-2019 სასწავლო წლისათვის სამ ეტაპად განხორციელდება.
რეგისტრაციის I ეტაპზე სკოლებში დარეგისტრირდნენ ის ბავშვები, რომლის და-ძმაც სწავლობს ამავე სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
I ეტაპზე დარეგისტრირების ვადა 27 აპრილს მთავრდება. ამ პირველკლასელთა ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები სკოლებში 30 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით მიიღება.
II ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია – 2018 წლის 8 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე ეტაპზე შესაძლებელია იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge
II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები სკოლებში 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მიიღება.
I და II ეტაპებზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.
III ეტაპი 2 ივლისიდან 16 ივლისამდე გასტანს. რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
პირველ კლასში მიიღებიან ბავშვები, რომელთაც სწავლის დაწყებისთვის 6 წელი უსრულდებათ.
2018-2019 სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის