დღეს, 16 აპრილს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა ჩატარდა.
ბიუროს წევრებმა მოისმინეს მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ანგარიში, 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების საპროგნოზო მაჩვენებლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება.
საკრებულოს მიერ მიღებულ რამდენიმე დადგენილებაში ცვლილება განხორციელდება. კერძოდ, სიტყვა „გამგეობა“ შეიცვლება სიტყვით „მერია.“
ბიუროს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია საბავშვო ბაღებში დაგეგმილი რეფორმის შესახებ. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონიდან“ გამომდინარე, მუნიციპალიტეტის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს აღმზრდელ-პედაგოგისა და პერსონალის პროფესიული სტანდარტი; დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები; მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემა.
სკოლამდელი აღზრდის საკითხებზე მსჯელობისას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი დაინტერესდა, როგორ გააგრძელებს საქმიანობას გაერთიანება, მერიისგან დაპირებული 200 000 ლარის მიუღებლობის შემთხვევაში, რაც გაერთიანებას წლის ბოლომდე დაგეგმილი საქმიანობებისთვის სჭირდება; როგორ გაგრძელდება ზვარეში საბავშვო ბაღის ფუნქციონირება, რომელიც ამჟამად, მეწყერის გამო, დაქირავებულ შენობაშია განთავსებული.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, აღსაზრდელთა კვებისთვის განსაზღვრული თანხიდან 40 ათასი ლარი დაიზოგა (ტენდერითა და იმის გამო, რომ ზამთრის ცივი ამინდებში საბავშვო ბაღებში, გარკვეულწილად, აღსაზრდელთა რაოდენობა შემცირდა).
15 ათასი ლარი დაიზოგა საშტატო ნუსხაში ცვლილების შედეგად. კერძოდ, ერთჯგუფიანი საბავშვო ბაღების დარაჯები, რომლებიც, ფაქტობრივად, შენობას ვერ დარაჯობდნენ, მხოლოდ თბობის სეზონზე, ოქტომბრიდან აპრილამდე, ცეცხლფარეშებად დასაქმდნენ.
რაც შეეხება ზვარეს საბავშვო ბაღს, მამუკა ჭიპაშვილის მოსაზრებაა, რომ 2018 წლის სექტემბრიდან ზვარეში საბავშვო ბაღის ნაცვლად საჯარო სკოლის ბაზაზე სასკოლო მზაობის ჯგუფი ამოქმედდეს. მისი ინფორმაციით, შენობა, სადაც ამჟამად საბავშვო ბაღია განთავსებული, არასტანდარტულია.
ბიუროს სხდომაზე მოსმენილ საკითხებს საკრებულო 7 მაისის მორიგ სხდომაზე განიხილავს.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.