ბოლო სამი წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სააღდგომოდ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებზე, დევნილებსა და მარტოხელებზე ფულადი შემწეობა იცემოდა. მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ნანა კიკნაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, წელს ერთჯერადი ფულადი დახმარება აღარ გაიცემა.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, რომ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემისგან თავი შევიკავოთ, – ამბობს ნანა კიკნაძე, – რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური მიდგომები. საახალწლოდ ჩვენ მაინც გავეცით ერთჯერადი ფულადი დახმარება, მხოლოდ მარტოხელა ლოგინად ჩავარდნილ მოქალაქეებზე. სააღდგომოდ თავი შევიკავეთ.
მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური რწმუნებულებისგან ვიღებდით სიას და იმის მიხედვით თანხას პროპორციულად ვანაწილებდით. კონტინგენტის შერჩევა მთლიანად სოფლების რწმუნებულებზე იყო დამოკიდებული.“
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტმა რეკომენდაციები ხარაგაულის ბიუჯეტის 2013-2014 და 2015 წლების ექვსი თვის საქმიანობის შესაბამისობის შესწავლის შემდეგ გასცა. აუდიტის დასკვნაში, რომელიც მუნიციპალიტეტს 2016 წლის თებერვალში გამოეგზავნა, ვკითხულობთ:
„მუნიციპალიტეტის მიერ პროგრამით არ არის დადგენილი კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება, თუ ვის უნდა მისცემოდა დახმარება სადღესასწაულო დღეებში. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, სამიზნე ჯგუფის შერჩევა ხორციელდებოდა სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ, ხოლო ბენეფიციარების შერჩევა – გამგებლის წარმომადგენლის (რწმუნებულის) მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მაღალია რისკი იმისა, რომ დახმარების გაცემა განხორციელდა სუბიექტური შეხედულებებით.“
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სააღდგომოდ ერთჯერადი სოციალური დახმარების მიზნით 165 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს 50-50 ლარით დაეხმარენ, 2016 წელს 237 ოჯახს – 30-30 ლარით, 2017 წელს 256 ოჯახს 30-30 ლარით.
2015 წლამდე უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების, დევნილებისა და მარტოხელებისთვის ბიუჯეტიდან 30-30 ლარი ღირებულების საკვებ პროდუქტებს იძენდნენ.
ნანა კიკნაძის ინფორმაციით, სააღდგომოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500-500 ლარს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული იმ ოთხი პიროვნების ოჯახის წევრებს ჩაურიცხავენ, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში ვერ მოხვდნენ (არ ჰყავთ მშობლები და ცოლ-შვილი).
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის