თბილისში, სასტუმრო სასტუმრო „ჰოლიდეი ინ-ში“ ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობებისა და ახალი ეროვნული სტანდარტების შესახებ.
შეხვედრების ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო“ და გაეროს ბავშვთა ფონდი.
საინფორმაციო სესიების მიზანია დაეხმაროს მუნიციპალიტეტებს კანონის დებულებების, ეროვნული სტანდარტების შინაარსის და მათი პასუხისმგებლობების გააზრებასა და გაცნობიერებაში.
პირველი რეგიონული შეხვედრა აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის გაიმართა 2017 წლის დეკემბერში.
2016 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, რის შედეგადაც დაიწყო სისტემის რეფორმირება. მისი მიზანი საქართველოში ყველა ბავშვისთვის სკოლამდელი მომსახურების ხელმისაწვდომობის, თანასწორი შესაძლებლობების და ხარისხის გაუმჯობესებაა.
კანონმა განსაზღვრა სკოლამდელი დაწესებულებებისთვის სავალდებულო ეროვნული სტანდარტები და ავტორიზაციის სისტემა. თუმცა ადგილობრივ დონეზე სკოლამდელ მომსახურებაზე, მართვაზე, დაფინანსებასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელნი კვლავაც მუნიციპალიტეტები იქნებიან.
2017 წლის 27 ოქტომბერს საქართველომ 5 ეროვნული სტანდარტიდან/ტექნიკური რეგულაციიდან 4 დაამტკიცა (ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, ტექნიკური რეგულაციები რაციონის კვებითი ღირებულებისა და კვების ორგანიზების შესახებ, ტექნიკური რეგულაციები წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის შესახებ) და, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ დაამტკიცებს სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის სტანდარტებსა და ავტორიზაციის რეგულაციასაც.
2017 წელს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა, ზემოაღნიშნული კანონისა და სკოლამდელი დაწესებულებების ეროვნული სტანდარტების განხორციელების ზედამხედველობისა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, სკოლამდელი განათლების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ჩამოაყალიბა. საბჭოში საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შედიან. რეფორმა 4 წლიანია და 2016-20 წლებს მოიცავს.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.