

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიას მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ააიპ-ების შერწყმაზე თანხმობა 5 მარტს მისცა.
რა სამართლებრივი პროცედურებია საჭირო ააიპ-ების რეორგანიზაციისთვის, – ამის გასარკვევად მერიის ადმინისტრაციის სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსს, ინგა ლურსმანაშვილს მივმართეთ.
„მერმა ააიპ-ების რეორგანიზაციის დაწყების შესახებ სამართლებრივი აქტი გამოსცა, – ამბობს ინგა ლურსმანაშვილი, – მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს ააიპ-ების ქონების აღრიცხვა დაევალა. თავად ააიპ-ების ხელმძღვანელებმა კრედიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოგვიდგინონ.
ააიპ-ების დირექტორებმა თანამშრომლები შესაძლო გათავისუფლების შესახებ უნდა გააფრთხილონ. ამ პროცედურების დასრულების შემდეგ, სამართლებრივ აქტს საჯარო რეესტრში დავარეგისტრირებთ. თუ რაიმე ხარვეზი არ დაფიქსირდა, საჯარო რეესტრში დოკუმენტების წარდგენიდან რეორგანიზაციის პროცესი ათ სამუშაო დღეში დასრულდება.
ამის შემდეგ ახალი წესდება შემუშავდება, დაინიშნებიან შერწყმული ააიპ-ების ახალი დირექტორები, რომლებიც ახალ წესდებებს საჯარო რეესტრში დაარეგისტრირებენ.
რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლები, „შრომის კოდექსის“ თანახმად, საკომპენსაციო თანხას მიიღებენ.
ინგა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულში ააიპ-ების რეორგანიზაცია, სავარაუდოდ, აპრილის დასაწყისში დასრულდება.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი