

ოთარ აბაშიძის სახელობის ხარაგაულის სახალხო თეატრმა მუნიციპალიტეტის 26 საჯარო სკოლა სპექტაკლის დისკით დაასაჩუქრა.
დისკზე ჩაწერილია თეატრის სპექტაკლი „თანამდევი სული,“ რომელიც ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება. სპექტაკლი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის ფარგლებში – „ტელესპექტაკლები“ გადაიღეს.
სპექტაკლის რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ ეს დისკი სკოლების დირექტორებს, დღეს, 2 დეკემბერს, პირადად გადასცა.
ხარაგაულის სახალხო თეატრი ახორციელებს პროექტს „თეატრი სკოლისათვის,“ – ამბობს ირინე ჩხეიძე, – ამ პროექტის ფარგლებში სკოლებს შარშან „დარისპანის გასაჭირის“ სატელევიზო ჩანაწერი გადავეცით. წელს ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია – მისი დაბადებიდან 180 წელი შესრულდა. ჩემი სურვილია, რომ მოსწავლეები ახლოს გაეცნონ ხარაგაულის თეატრს და, პირველ რიგში, დიდი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებას.“
პროექტის – „თეატრი სკოლისათვის“ ფარგლებში 4 დეკემბერს ხარაგაულის სახალხო თეატრი ნადაბურში თოჯინების სპექტაკლს „აბა, დამაცადეთ, თაგუნებო!“ გამართავს.
ნინო კაპანაძე
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში,
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი
სტომატოლოგმა სოფო ფხაკაძემ, ორი წლის წინ, ხარაგაულში სტომატოლოგიური კაბინეტი დახურა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი