

ხარაგაულში ახალი პროექტი „თეატრი სკოლისთვის“ დაიწყო. პროექტის პრეზენტაცია ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში გაიმართა.
ოთარ აბაშიძის სახელობის ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ VIII-IX კლასების მოსწავლეებს გააცნო ხარაგაულის თეატრის ისტორია, ესაუბრა მსახიობებსა და რეჟისორებზე, რომლებიც სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ხარაგაულის თეატრში.
მერვეკლასელი თამარ ჭიპაშვილი თვლის, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ცოდნის გაღრმავებას ახალ თაობაში.
„ქალბატონი ირინე ნათლად აცნობს მოსწავლეებს ქართული თეატრისა და ხარაგაულის სახალხო თეატრის ისტორიას. ეს ძალიან საინტერესოა ჩვენი მოსწავლეებისთვის“ – ამბობს ბიბლიოთეკარი ლიზა ბენდიაშვილი.
ირინე ჩხეიძე თვლის, რომ აუცილებელია ახალგაზრდებმა იცოდნენ თავიანთი რაიონისა და თეატრის ისტორია. „პროექტის ფარგლებში ჩვენ შევთავაზებთ სკოლებს ნახონ, როგორ მუშაობს თეატრი კულისებს მიღმა. განსაკუთრებით პატარებისთვის საინტერესოა, როგორ ვახმოვანებთ თოჯინების თეატრს, რა ხდება თეჯირს მიღმა, როგორ ვიკეთებთ სასცენო გრიმს. სკოლებს შეუძლიათ მოაწყონ ექსკურსია თეატრში“ – ამბობს ირინე ჩხეიძე.
წარმატებას ვუსურვებთ ახალ პროექტს.
თამთა გოგოლაძე
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა