ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა გვანცა ავალიშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური – 60 ქულა მიიღო.

მიღებული შედეგით გვანცა ძალიან გახარებულია. ის ამბობს, რომ აბიტურიენტობა და გამოცდები სტრესული იყო, თუმცა, მიღწეულმა შედეგმა ყველაფერი გადაწონა.

„წელს აბიტურიენტებს რეფორმები შეგვეხო, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ იყო, – ამბობს გვანცა ავალიშვილი, – ბორის სკოლაში, 12 წლის განმავლობაში, საკმაოდ საფუძვლიანი ცოდნა მივიღე. ბოლო წელს, ამ ცოდნას, რეპეტიტორების დახმარებით თავი მოვუყარე.

ბევრი ვიმეცადინე, რომ მაქსიმალური ქულა მიმეღო“.

გვანცა ავალიშვილს ექიმობა სურს. მას წარმატებებს და ყველა მიზნის მიღწევას ვუსურვებთ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები ეტაპობრივად ქვეყნდება. 

უკვე ცნობილია გამოცდების შედეგები შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ოსური ენა, ისტორია, ქიმია, მათემატიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ზოგადი უნარები (სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე), ბიოლოგია.