დღეს, 13 სექტემბერს, ხარაგაულის ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით ხარაგაულელ პირველკურსელებთან ტრადიციული შეხვედრა გაიმართა.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ეზოში შეკრებილ ახალგაზრდებს ხარაგაულის მუნციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ მიმართა:
„ერთადერთი რჩევა, რაც მინდა მოგცეთ, ისაა, რომ წიგნებთან იყავით ძალიან ახლოს. წიგნი უპირველესი რამაა, რაც კარგ გემოვნებას აყალიბებს“.
პირველკურსელებს წინსვლა და წარმატებები უსურვა ხარაგაულის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორმა ბერიკა თურმანიძემ, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა აკაკი ლურსმანაშვილმა.
„სტუდენტობა საუკეთესო პერიოდია ცხოვრებისეული გამოცდილებისა და განათლების მისაღებად“, – აღნიშნა სტუდენტებთან საუბარში ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა.
ისტორიკოსმა ზეინაბ ბუაჩიძემ ხარაგაულელ ახალგაზრდებს სტუდენტობა მიულოცა და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენაზე, – იმერეთის 1819 წლის აჯანყებაზე ესაუბრა.
„მინდა, რომ ეს ისტორია საგზურივით გაგყვეთ და მუდამ გახსოვდეთ თქვენი პატარა კუთხის ისტორია,“ – აღნიშნა ზეინაბ ბუაჩიძემ.
ლექციის შემდეგ ახალგაზრდებმა კაფე „ეიფელში“ გადაინაცვლეს, სადაც მათ გასართობი კაფე-საღამო ელოდათ.
თამთა გოგოლაძე
ამავე თემაზე
შეხვედრა ხარაგაულელ პირველკურსელებთან
საზეიმო შეხვედრა პირველკურსელებთან
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში