ხარაგაულის სპორტისა და ტურიზმის ცენტრის (უფროსი გრიგოლ ჭიპაშვილი) ორგანიზებით დღეს, 5 სექტემბერს, ხარაგაულელ პირველკურსელებთან ტრადიციული შეხვედრა გაიმართა. ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში შეკრებილ ახალგაზრდებს მიესალმა და შემდგომი წარმატებები უსურვა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ იმედი აქვს, ეს ნიჭიერი ახალგაზრდები პროფესიონალებად ჩამოყალიბების შემდეგ თავიანთი მუნიციპალიტეტის სამსახურში ჩადგებიან.
პირველკურსელებს სწავლისადმი სიყვარულის გაძლიერება და წარმატებები უსურვეს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინა ვეფხვაძემ, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძემ, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსმა ჟანა ნემსაძემ და ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის პედაგოგმა მერი გიორგიძემ.
თანატოლებს სტუდენტობა მიულოცეს პირველკურსელმა კესო შარიქაძემ, ნინო გელაშვილმა, საბა გრიგალაშვილმა, სოსო გოგოლაძემ.
პირველკურსელებმა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში რეჟისორ რამაზ ბლუაშვილის ფოტოგამოფენა „ქართველები და საქართველო ამერიკულ პრესაში“ დაათვალიერეს და კაფე-საღამოზე გადაინაცვლეს, სადაც მათთვის სხვადასხვა შემეცნებითი და სახალისო აქტივობაა დაგეგმილი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლები წელს 190 ახალგაზრდამ დაამთავრა, 94 მათგანი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა. მათგან 22 უფასო სწავლების სპეციალობაზე ჩაირიცხა, ხოლო 15-მა საგრანტო დაფინანსება მოიპოვა.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი