ხარაგაულში პირველკურსელებთან შეხვედრა გაიმართა. გამგეობის სააქტო დარბაზში მათ სტუდენტობა მიულოცა და წარმატებები უსურვა ღონისძიების ორგანიზატორმა, მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ აღნიშნა, რომ წელს 80-მდე ხარაგაულელი ახალგაზრდა გახდა სტუდენტი.
თითოეული სტუდენტი ხარაგაულისთვის მონაპოვრად მიაჩნია მუნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილს. „სტუდენტობა მუდამ ყველაზე თავისუფალი, ძლიერი და ერთგულია საკუთარი ქვეყნისა,“ – აღნიშნა მან.
გამგეობის კულტურის სამსახურის უფროს ირინე ჩხეიძესთვის ეს დღე სევდისმომგვრელია, რადგან ხარაგაულს დროებით ტოვებენ ნიჭიერი ახალგაზრდები.
რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა იზა ვეფხვაძემ პირველკურსელებს შეახსენა ის სასახელო ხარაგაულელები, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ისტორიაში და უსურვა, რომ ღირსეული ადგილი დაეკავებინოთ მათ გვერდით.
ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო ხანა უწოდა სტუდენტობას საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ. მან პირველკურსელებს ცხოვრების ამ ეტაპის შედეგიანად და ნაკლები დაბრკოლებებით გავლა უსურვა.
მშობლებსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს 100%-იანი გრანტის მფლობელმა პირველკურსელებმა მარიამ აბულაძემ და ნოდარ ჭანკვეტაძემ.
სტუდენტებს წარმატებები უსურვა ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დირექტორმა დალი ლურსმანაშვილმა. მან აღნიშნა, რომ „ხარაგაულელი ეტალონი,“ 100%-იანი გრანტის მფლობელი, #3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ქეთევან სხილაძე უკვე შეუდგა სწავლას, რის გამოც შეხვედრას ვერ დაესწრო.
სტუდენტებმა სიმბოლურად დადეს ჩუქურთმა ხარაგაულის მშენებარე ტაძრში.
„ხარაგაული ჩემი სახლია“ – ამ თემაზე ესაუბრა მათ ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ეკა შველიძე.
ღონისძიება დაგვირგვინდა კაფე-საღამოთი, სადაც პირველკურსელები სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ შეჯიბრში ჩაერთვნენ.
თამთა გოგოლაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში