მეშვიდე წელია, ხარაგაულელ პირველკურსელებს სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) სტუდენტობას საზეიმო ღონისძიებით ულოცავს.
ტრადიციული შეხვედრა დღეს, 11 სექტემბერს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში დაიწყო. ახალგაზრდებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკო თოფურიძე მიესალმა.
„ამ ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია, – მიმართა მერმა პირველკურსელებს, – დღევანდელზე უკეთესი მომავალი თქვენ უნდა შექმნათ. ამისთვის კარგად უნდა ისწავლოთ და ხარისხიანი განათლება მიიღოთ.
სახელმწიფო სამსახურს დღეს თავს აფარებენ იმისთვის, რომ ხელფასი ჰქონდეთ. ნიჭიერი და მცოდნე ხალხი საჯარო სამსახურებში არ მიდიან. ისინი კერძო სექტორს ირჩევენ, რომ რაღაც შექმნან.
ისწავლეთ, ეს არის ჩემი უმორჩილესი თხოვნა. მოინდომეთ და ყოველთვის გაიმარჯვებთ. გილოცავთ თქვენი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო ეტაპის დაწყებას. მომავალშიც დიდ წარმატებებს გისურვებთ. თქვენი ოჯახები, ჩვენი ქვეყანა უნდა ასახელოთ“.
ხარაგაულელი პირველკურსელები მოძღვარმა მამა თომამ (ლაცაბიძე) დალოცა.
„ახალ ცხოვრებას იწყებთ და მისი ბატონ-პატრონები თქვენ ხართ, – ასე დაიწყო პირველკურსელებთან საუბარი მამა თომამ, – ახლა რომ მკითხონ, რას შევცვლიდი, დრო რომ უკან დაბრუნდებოდეს, ვუპასუხებ, – წიგნიდან თავს არ ავიღებდი. წიგნი საოცარი რამაა. თუ შეგნებით კითხულობ, ბევრ რამეს სწავლობ და იძენ. ადამიანი საზოგადოებაში იზრდება და იცვლება. როგორ საზოგადოებაშიც მოხვდება, ცხოვრებისადმი დამოკიდებულებები იმის მიხედვით უყალიბდება.
მნიშვნელოვანია, რომ გვიყვარდეს საქმე, რომელსაც ვემსახურებით და პატიოსანი შრომით, სამართლიანად, ქვეყნის საკეთილდღეოდ ვაკეთოთ. იყავით დამოუკიდებლები, რადგან თავისუფალ ქვეყანას მხოლოდ დამოუკიდებელი ადამიანები ააშენებენ.
განათლებული საზოგადოება გვჭირდება. განათლებულ ადამიანს აზრს ვერავინ შეაცვლევინებს, რადგან მან იცის, რა არის ჭეშმარიტება. განათლება და წიგნიერება ღვთისა და სულიერების გარეშე არ არსებობს. მიზანი, რომელსაც თქვენ დაისახავთ, აუცილებლად ქვეყნისთვის სასარგებლო უნდა იყოს.
ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ქვეყნას თქვენი სახით ძალიან კარგი მომავალი ჰყავს. წარმატებებს გისურვებთ“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი ბარბარე ლურსმანაშვილი ამბობს, რომ საზეიმო შეხვედრა ნაყოფიერი სტუდენტობისთვის სტიმული და მოტივაციაა.
პირველკურსელებთან შეხვედრა გასართობი კაფე-საღამოთი გაგრძელდა.
წელს 174 ხარაგაულელი კურსდამთავრებულიდან 87 სტუდენტი გახდა. მათგან თხუთმეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა, ხუთი ხარაგაულელი პირველკურსელი კი ასპროცენტიანი გრანტის მფლობელია.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი