
პასუხი: კანონმდებლობით დადგენილი ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, უფლებამოსილია მოითხოვოს მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად პირველადი რეგისტრაცია ან/და რომელსაც მოპოვებული აქვს საკუთრების უფლება საკუთრების ობიექტზე დაუზუსტებელი სახით, მიმართავს ამზომველს, მასთან აფორმებს წერილობით ხელშეკრულებას, რის შემდეგ მზადდება მიწაზე შესაბამისი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.
შემდეგ ეტაპზე მიწის რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებული პირი კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, სსიპ საჯარო რეესტრს წარუდგენს:
ა) ამზომველთან გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებას;
ბ) შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ მიღება-ჩაბარების აქტს;
გ) ამზომველის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ამსახველ დოკუმენტს;
დ) ამზომველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს.
პასუხი: სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება ექვემდებარება ამზომველსა და დაინტერესებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული და დადგენილი წესით რეგისტრირებული მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები, თითოეულ მესაკუთრეზე არაუმეტეს 5 (ხუთი) ჰექტრის ფარგლებში.
პასუხი: ამზომველისთვის ასანაზღაურებელი ზღვრული ოდენობები განისაზღვრება შემდეგი სახით:
ა) 1,5 ჰა-მდე მიწაზე – არაუმეტეს ჯამში 80 ლარის ოდენობით;
ბ)1,5 ჰა-დან 5 ჰა-მდე მიწაზე – არაუმეტეს ჯამში 100 ლარის ოდენობით.
პასუხი: ანაზღაურებას არ ექვემდებარება მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები, თუ დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწა, რეესტრში დარეგისტრირდა გეოგრაფიულად ერთმანეთის მომიჯნავე ცალკე რეგისტრაციის ობიექტებად.
პასუხი: მიწის რეგისტრაციით დაინტერესებულ პირთა მიერ რეესტრში განაცხადის წარდგენის ვადაა არაუგვიანეს 2017 წლის 30 ივნისი.
რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ , ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რეგიონული ინიციატივების