
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან (დირექტორი ნიკო მაჭავარიანი) არსებულმა სამუსიკო სტუდია „ჰარმონიამ“ სასწავლო წლის შემაჯამებელი ტრადიციული კონცერტი გამართა.
ღონისძიებაზე პატივი მიაგეს ამ სტუდიის დამფუძნებლისა და სულისჩამდგმელის, პედაგოგ ციური ბლუაშვილის ხსოვნას.
სამუსიკო სტუდია ხარაგაულსა და ვერტყვიჭალაში ფუნქციონირებს. ხარაგაულში მოსწავლეებს კლასიკურ მუსიკას პედაგოგები ნანა ლურსმანაშვილი და მზია კუპრაძე ასწავლიან, ვერტყვიჭალაში – გულნაზი აბრამაშვილი.
კლასიკური მუსიკის კონცერტზე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები „ჰარმონიას“ მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და ოსტატობით შეასრულეს. ეს კი უდავოდ მათი პედაგოგებისა და მშობლების დამსახურებაა, რადგან კლასიკური მუსიკის შესწავლა დიდ შრომასა და მონდომებას მოითხოვს.
მაყურებლის წინაშე წარსდგნენ: ლიკა გოგოლაძე, ელენე კაპანაძე, ბარბარე ჭითანავა, მარიამ ლომიძე, დიანა ბლიაძე, მარიამ გოგოლაძე, მარიამ ბლიაძე, ნინო კურტანიძე, ნინო ბლიაძე, ნინო გოგოლაძე, ანასტასია ლომიძე, ლიკა წარიაშვილი, დავით ჩიჩუა.
კონცერტის შემდეგ მაყურებლებს, „ჰარმონიას“ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ
დალი ლურსმანაშვილი: „გულნაზი აბრამაშვილი ჩემი მუსიკის მასწავლებელი იყო. ის უმაღლესი დონის მუსიკოსია. მან შემაყვარა კლასიკური მუსიკა. გულნაზი მასწავლებელი შემდეგ ჩემი ნათლია გახდა. სტუდია „ჰარმონიას“ კონცერტზე ყოველთვის მოვდივარ. ვტკბები სასიამოვნო ჰანგებით და მუსიკალურ სკოლაში ჩემი მოსწავლეობა მახსენდება. კლასიკური მუსიკა ამშვიდებს, აკეთილშობილებს ადამიანს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალ თაობას კლასიკური მუსიკა შეასწავლო და შეაყვარო“.
ეთერი ხვედელიძეს კვირაში ორჯერ შვილიშვილი დავითი საბედან ხარაგაულში სტუდია „ჰარმონიაში“ სამეცადინოდ დაჰყავს. დავითის ნიჭიერება აწ გარდაცვლილმა ციური ბლუაშვილმა აღმოაჩინა. ციური მასწავლებელი სარგვეშის სკოლაში მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა. მან ურჩია ოჯახს, რომ დავითს კლასიკური მუსიკა შეესწავლა. ახლა ის მეცადინეობას პედაგოგ ნანა ლურსმანაშვილთან აგრძელებს. ქალბატონი ეთერი შედეგით კმაყოფილია.
ვერტყვიჭალაში მცხოვრები მარეხი ლურსმანაშვილი ამბობს, რომ მის ქალიშვილ ბარბარეს კლასიკურ მუსიკას საუკეთესო მასწავლებელი ასწავლის. ის შვილს მაქსიმალურად ხელს უწყობს, რადგან კლასიკური მუსიკის შესწავლას, ნოტების გარჩევას ნიჭთან ერთად დიდი მოტივაცია სჭირდება.
მოსწავლე ნინო კურტანიძე ცდილობს, მასწავლებლის იმედები გაამართლოს. თუმცა, მოსწავლეთა სახლის მოძველებული ინსტრუმენტის გამო ნაწარმოებების შესრულება ცოტა გაუჭირდა.
„კლასიკური მუსიკის შესწავლა აძლიერებს მეხსიერებას, ავითარებს შემოქმედებით უნარებს, ადამიანი მეტად თანამგრძნობი და მოსიყვარულე ხდება, – ამბობს პედაგოგი გულნაზი აბრამაშვილი, – ჩემმა მოსწავლეებმა კლასიკური ნაწარმოებები ოთხ, ექვს და რვა ხელში შეასრულეს. ეს ძალიან დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. მადლობა მოსწავლეებს, მათ მშობლებს, დამსწრე საზოგადოებას ინტერესისა და დაფასებისთვის“.
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან (დირექტორი ნიკო მაჭავარიანი) არსებულმა სამუსიკო სტუდია „ჰარმონიამ“ სასწავლო წლის შემაჯამებელი ტრადიციული კონცერტი გამართა. ღონისძიებაზე პატივი მიაგეს ამ […]
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რეგიონული ინიციატივების