
გვიამბობს შმაგი ხიჯაკაძე
გოჭი თუ ინდაური
მამაჩემი, ტოგო ხიჯაკაძე, ორ მეგობართან ერთად ირკუტსკში მოსკოვის გავლით მიფრინავდა. ირკუტსკში ქართველი მეგობრები ხვდებოდნენ. მათთვის ერთ დიდ ყუთში ჩაალაგეს ხაჭაპური, ღვინო, არაყი, მოხარშული ინდაური…
მოსკოვის აეროპორტში თავიანთ ბარგს ვეღარ მიაგნეს და ატყდა ერთი ამბავი…
სხვა გამოსავალი რომ ვეღარ იპოვეს, აეროპორტის თანამშრომლებმა უთხრეს, – თქვენი ყუთი არ ჩანს, მაგრამ სხვა ყუთია დარჩენილი. ეტყობა, თქვენი ბარგი ამ ყუთის პატრონმა წაიღო. იქნებ, ერთმანეთი მოძებნოთ და გაცვალეთო. სხვა გზა არ იყო და წაიღეს ის ყუთი.
– დანა კბილს არ გვიხსნის, ისეთ დღეში აღმოვჩნდით, – ირკუტსკში მეგობრები პურ-მარილს ელოდებოდნენო, – იხსენებდა მამაჩემი.
სასტუმროში დაბინავდნენ, ყუთი უნდა გახსნან და… ღვინოც აღმოჩნდა, არაყიც, ხაჭაპურებიც..!!! მხოლოდ ინდაურის ნაცვლად შემწვარი გოჭი დაუხვდათ.
გვიამბობს დავით ჩადუნელი
ტახტი
ჩემი მეგობარი და ნათელმირონი მევლუდ ორჯონიკიძე მეუბნება, იქნებ სოფელში წამყვე, რაღაც ტახტი მაქვს წამოსაღები, ოღონდ დიდი ტახტია და სატვირთო მანქანა დაგვჭირდებაო.
ვეძებე ხარაგაულში „გაზიკი,“ თვითმცლელი „ზილი,“ მაგრამ ვერც ერთი ვერ ვნახეთ. ბოლოს „უაზი“ წავიყვანეთ, თან მევლუდი ძალიან დაფიქრებული იყო, – ვაითუ არ დაეტიოსო.
ავედით მევლუდის სახლში. მეორე სართულიდან რის ვაი-ვაგლახით ჩამოვათრიეთ ტახტი და ეზოში დავდგით.
სანამ ჩვენ სული მოვითქვით, მძღოლმა ორ ადგილას ამოარტყა ამ ტახტს და დაშალა. ხელში შეგვრჩა ოთხი საშუალო ზომის ფიცარი, რომელიც თავისუფლად დაეტეოდა „ნივის“ ან „მოსკვიჩის“ საბარგულში.
-ეს მანქანა რად გვინდოდაო, – შეწუხდა მევლუდი.
დავამშვიდე, – კიდევ კარგი „გაზიკი“ ვერ ვნახეთ, თუ არა მერე გენახა შენ სირცხვილი-მეთქი.
1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობამ
ლიტერატურული პრემია „საბა 2025“-ის მონაწილეთა
რიკოთის ავტობანის მშენებლობამ ხევი-უბისას მონაკვეთზე
„ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა
30 მარტი ექიმთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით,