

წყალაფორეთის სკოლაში „ბოლო ზარი“ მხოლოდ ერთი მოსწავლისთვის დაირეკა. ვახტანგ ქელეშაშვილი ამ სკოლის ერთადერთი კურსდამთავრებულია.
ვახტანგმა მეხუთე კლასიდან თანაკლასელების გარეშე გააგრძელა სწავლა. ის ამბობს, რომ თავიდან ცოტა გაუჭირდა მარტო კლასში ყოფნა, თუმცა შემდეგ შეეჩვია.
ვახტანგს „ბოლო ზარის“ ღონისძიების მომზადებაში მასწავლებლები და სხვა კლასების მოსწავლეები დაეხმარნენ. სწავლის გაგრძელებას ის ზესტაფონში პროფესიულ სასწავლებელში აპირებს, თუმცა, რომელ პროფესიას დაეუფლება, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ აქვს.
„გული მწყდება, სკოლას რომ ვამთავრებ. თან მიხარია. ყველაზე მეტად ჩემი პედაგოგები მომენატრებიან“, – ამბობს ვახტანგი.
წარმატებებსა და თავისი მიზნების ასრულებას ვუსურვებთ ვახტანგს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი საარსებო
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახალგაზრდა ბლოგერებს,
აშშ-ის 2026 წლის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ
„ძალიან გვინდა ხევის ბაღი მალე გაიხსნას, მაგრამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
ხარაგაულის თვითმმართველობა ყოფილი უნივერმაღის შენობაში