ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ვერტყვიჭალისა და წიფის საჯარო სკოლებში მასწავლებლის პოზიციებზე ვაკანსიებია  გამოცხადებული.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში მუსიკის მასწავლებლის (IV-X კლ., 10 სთ/კვირაში) ვაკანსიაზე საბუთების წარდგენა 15 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი;

წიფის საჯარო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლის (VII-XII კლ., 10 სთ/კვირაში) ვაკანსიაზე საბუთები 20 ნოემბრის ჩათვლით მიიღება.